შოკისმომგვრელი სიმართლე- მოზარდების მკვლელობის საქმე და ფიგურანანტები ცნობილია-ვის აფარებდა ხელს და როგორ ფარავდნენ შემზარავ საქმეზე ოცნების მაღალჩინოსნები.
2018-10-14 19:52:16
  • რის სანაცვლოდ გაურიგდა ხელისუფლება მირზა სუბელიანს - "პოსტსკრიპტუმმა" ფარული მასალა მოიპოვა, რომელმაც შესაძლოა მოზრდების მკვლელობის საქმეზე ახალი სკანდალური დეტალები გამოკვეთოს. საქმე ეხება უმძიმეს კომპრომატებს, რომელიც მირზა სუბელიანს ბიძინა ივანიშვლის გუნდის წინააღმდეგ აქვს - ადამიანების გატაცება, წამება და სხვა უკანონო საქმიანობა ხელისუფლების დავალებით.

    ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

    საუბრიდან ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.

    მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული - სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე და ციხის ბუნტის საქმე, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს. ნავთლუღის საქმეზე მსჯავრდებულია დათა ახალაიაც. ე.წ. ვანოს საქმე და აქ აშკარაა, რომ იგულისხმება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებისთვის ეს საქმეები სწორედ სუბელიანმა “დაალაგა.”

    სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებებიც და თუ მოინდომებს, შეუძლია “ქართული ოცნების” მმართველობას წერტილი დაუსვას. სუბელიანი ამბობს, რომ მას ზაზა ოქუაშვილზე მეტი კომპრომატი აქვს შემონახული ოცნების წინააღმდეგ.

    მირზა სუბელიანი : “შენ ძალიან კარგად იცი რო მე რო რაღაცა მეკადრა, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, მე რო რაღაცა მეკადრა არასწორი, ვინ არ ბიჭო ოქუაშვილი კი არა ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს ხალხის გამოსვლა შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ.

    "მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ყნავ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ რო ბო..შვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ, ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში, მე ამას ვერ ვიგებ ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ეხლა დამთავრებული იქნებოდა, ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება ძმაო.”

    პროკურატურა ადასტურებს ფარული ჩანაწერების სინამდვილეს. მათი განცხადებით საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

     

     

    იხილეთ სრულად ვიდეო: rustavi2.ge



  • loading...