კადიროვის მიერ ხაბიბ ნურმაგომედოვისთვის ნაჩუქარი 2018 წლიანი მერსედესი რუსული მედიის განხილვის საგანი გახდა
2018-10-14 16:36:12
  • სპორ­ტსმენ ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვის­თვის ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის ნა­ჩუ­ქარ­მა მერ­სე­დეს­მა რუ­სულ მე­დი­ა­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 6 მი­ლი­ონ რუბლს (და­ახ­ლო­ე­ბით, 60 ათა­სი დო­ლა­რი) შე­ად­გენს ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლა­ში მებ­რძო­ლი და­ღეს­ტნე­ლი მებ­რძო­ლის აჰ­მად კა­დი­რო­ვის ფონ­დი­დან გა­მო­ყო და გარ­და ამი­სა, სპორ­ტსმენს სხვა ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბიც გა­დას­ცა.

    რო­გორც ცნო­ბი­ლია, 7 ოქ­ტომ­ბერს, ლას-ვე­გას­ში შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლის ვარ­სკვლა­ვე­ბი, და­ღეს­ტნე­ლი ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი და ირ­ლან­დი­ე­ლი კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. მთა­ვა­რი ბრძო­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი გახ­და... და­ღეს­ტა­ნე­ლი მებ­რძო­ლის­თვის ეს რი­გით 27-ე გა­მარ­ჯვე­ბა იყო.

    ბრძო­ლის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია მა­ხა­ჩყა­ლას ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ში გა­და­ი­ცე­მო­და... ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ნურ­მა­გო­მე­დოვს ად­გი­ლობ­რი­ვი "ანჟი არე­ნას" სტა­დი­ონ­ზე ფანკლუ­ბის წევ­რე­ბი დახ­ვდნენ. და­ღეს­ტნელ სპორ­ტსმენს გა­მარ­ჯვე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მაც მი­უ­ლო­ცა.

     

    -0:17

    "11 ოქ­ტომ­ბრის ნურ­მა­გო­მე­დო­ვი გროზ­ნო­ში ჩა­ვი­და, სა­დაც მას რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რი დახ­ვდა... კა­დი­როვ­მა მის პა­ტივ­სა­ცე­მად სა­ზე­ი­მო ვახ­შა­მიც მო­ა­წყო, რა დრო­საც UFC–ის ჩემ­პი­ონს მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ბოლო მო­დე­ლის გა­სა­ღე­ბი გა­დას­ცა... თუმ­ცა კა­დი­როვს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა მო­დელს ჩუქ­ნი­და გა­მარ­ჯვე­ბულს, რა­მაც მა­შინ­ვე გა­ა­ჩი­ნა ეჭ­ვე­ბი, თუ სა­ი­დან აქვს ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დერს ამ­ხე­ლა ფი­ნან­სე­ბი და რო­გორ ხარ­ჯავს ის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ბი­უ­ჯეტს..." - წერს kavkaz-uzel.eu.

    რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, გროზ­ნოს მერ­მა იბ­რა­გიმ ზაკ­რი­ევ­მა ნურ­მა­გო­მე­დო­ვი ქა­ლა­ქის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის ტი­ტუ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

     

    რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც და­ღეს­ტნელ­მა მებ­რძოლ­მა კა­დი­რო­ვის­გან სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო - რუ­სულ­მა მე­დი­ამ უკვე გა­ავ­რცე­ლა ავ­ტო­მან­ქა­ნის ფოტო, სა­დაც Mercedes W222 ჩანს. რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში წე­რენ, რომ 2018 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნის თან­ხა 6 270 000 რუბ­ლი­დან იწყე­ბა და 17 100 000–მდე ადის.

    "შავი, ცხა­დია, უფრო ძვი­რი ღირს... რა უნდა კა­დი­როვს, უფრო სწო­რად, რა უნდა პუ­ტინს და მის ხის თო­ჯი­ნას? რა სურთ, რომ დაგ­ვიმ­ტკი­ცონ, ჩვე­ნია ეს ქვე­ყა­ნა და რო­გორც გვინ­და ისე მო­ვიხ­მარ­თო, უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი სი­ცი­ა­ლუ­რი ფონი სუ­ლაც არ გვა­ღელ­ვებ­სო?.." - წე­რენ რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

    ცნო­ბის­თვის, დო­ტა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის მხრივ და­ღეს­ტა­ნი ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი 59,06 მი­ლი­არ­დი რუბ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზეა. ჩეჩ­ნეთ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ბოლო ორი წე­ლია გა­უმ­ჯო­ბეს­და და ის 27, 08 მი­ლი­არ­დი რუბ­ლით, მა­ღალ­დო­ტა­ცი­უ­რი რეს­პუბ­ლე­ბის ხუ­თე­ულ­ში შე­ვი­და.

    kvirispalitra.ge



  • loading...