თურქეთში ავარიას 18 ემიგრანტი ემსხვერპლა მათ შორის არიან მცირეწლოვანი
2018-10-14 10:58:56
  • თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ავარია იზმირის პროვინციაში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელიც გადატრიალდა, ემიგრანტები გადაჰყავდა.

    ჯერ უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. ასევე დაუდგენელია მიგრანტების ეროვნება.

    ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.



  • loading...