ის ლეგენდად უნდა ქცეულიყო - ლიკა ქავჟარაძის ცხოვრების ტრაგედიები – როცა მყ­ვარებია, ყველა სიყვარული ტრაგიკ­ულად დასრულებულა
2018-10-11 14:37:49
  • ავტორი: მარი გულორდავა

    ის ლეგენდად უნდა ქცეულიყო, მთელი ეპ­ოქა შეექმნა, მსოფლიოს უძლიერესი და უმდი­დრესი ადამიანების მუზა გამხდარიყო… ამის­ თვის ყველაფერი ჰქონდა. ღმერთმა ღვთიური სილამაზე და სრულყოფილება უბოძა, მაგრამ ამ შესაძლებლობებიდან ლიკა ქავჟარაძემ ვე­რაფერი გამოიყენა. თითქოს ბედისწერამ და­საჯა… იქნებ ლიკა შეცდა? ახლა ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი და არგუმენტი აქვს. ამბობენ, რომ მას ავადმყოფობამ შეუშალა ხე­ლი… ლიკა ყველაფერს სიყვარულს აბრალე­ბს… იმდენად ლამაზი იყო, რომ, როგორც ჩანს, მამაკაცებისგან თავი ვერ დაიხსნა, კარიერას „უღალატა“ და ფორტუნამაც ზურგი აქცია. თუმცა, ეს ხომ ისეთი თემაა, სადაც სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.

    ლიკა ქავჟარაძემ პირად ცხოვრებაზე „პრ­აიმტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა…

    – როგორ გახსენდებათ თქვენი კარიერის და­ საწყისი?

    – ლაღი ბავშვობა არ მქონია. ხუთი წლიდან მუსიკას ვსწავლობდი, 12 წლიდან დამეწყო კინოკარიერა და ასე ვუთავსებდი ერთმანეთს მსახიობო­ბასა და მუსიკას. სანამ „ნატვრის ხეში“ გადამიღე­ბდნენ, მანამ ხუთ ფილმში მქონდა მონაწილეობა მიღებული და აქედან გამომდინარე დამამტკიცეს როლზე. როდესაც ჩემს ნამუშევარს პირველად ვუყურებდი, არასოდეს არ მომწონდა.

    – „ნატვრის ხემ“ აღიარება მოგიტანათ, ალ­ბათ, არც ისე იოლი იყო იმ პერიოდში პოპულა­რობა?

    – გეთანხმებით, ძალიან ძნელი იყო. ქუჩაში რომ გავდიოდი, თითით საჩვენებელი ვიყავი. აი, ეს ის არ არის, ვინც ვირზე იჯდაო. რატომღაც ყვ­ელა ვირზე ჯდომის ეპიზოდს იხსენებდა. მქონდა ისეთი პერიოდი, როცა ქუდითაც კი დავდიოდი, რომ ხალხს არ ვეცნე.

    – ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?

    – კი, ძალიან ბევრნი იყვნენ. უამრავი წერილი მომდიოდა მთელი საბჭოთა კავშირიდან, ძირითა­დად ყველა სიყვარულს მიხსნიდა.

    – როგორ იგერიებდით თაყვანისმცემლებს?

    – იცით, რა? მე არც მქონდა დრო, რომ ვინმეს­თან ურთიერთობა მქონოდა.

    – პირველად როდის შეგიყვარდათ?

    – საბავშვო ბაღში. შემდეგ უკვე, როცა 14 წლის ვიყავი. დავინახე ბიჭი ეზოში და ერთი ნახვით შემიყვარდა, ურთიერთობა ვერ დავამყარეთ, რადგ­ან ძალიან გაუბედავი გრძნობა იყო.

    – ანუ ცალმხრივად გიყვარდათ?

    – არა, ორმხრივი იყო, იმასაც ვუყვარდი, მაგრ­ამ კონტაქტს ვერც ერთი ვერ ვბედავდით. მარტო ვიზუალური კონტაქტი გვქონდა.

    – იმ ბიჭის სახელიც არ იცოდით?

    – როგორ არ ვიცოდი, ოთარ ნიშნიანიძე იყო, მაგრამ, ხომ გეუბნებით, იმდენად წმინდა სიყვარ­ული იყო, რომ ვერც ერთი ამის თქმას კი არა, ერ­თმანეთის გაცნობასაც ვერ ვბედავდით.

    – და შემდეგ მეუღლე შეგიყვარდათ, არა?

    – დიახ, ასეა, ჩემი პირველი ვირტუალური სიყვარული დრომ წაიღო, მერე გავი­ცანი ჩემი მეუღლე. ეს იყო ბათუმში. თუმცა მე ის ფიქრებით შევიყვარე, ბიცოლაჩემმა მითხრა, რომ ვუყვარდი, მე კი ვფიქრობდი და ასე შემიყვ­არდა, თორემ დი­დად შეხვედრები და ურთიერთობა არ გვქონია.

    – ვის უკავშირდ­ება თქვენი პირველი კოცნა?

    – ჩემი პირველი კოცნა ჩემს პირველ მეუღლეს უკ­ავშირდება. ეს იყო ზამთარში, უნივერსიტეტის ბაღში. სიმა­რთლე გითხრათ, არ მომეწონა, ჩემს ფანტაზიაში კოცნა სხვა­გვარად წარმომედგინა, მაგრ­ამ იმედები გამიცრუვდა.

    – როგორ გადაწყვიტეთ დაქორწინება?

    – ტრადიციულად დავქ­ორწინდით.

    – ალბათ, ულამაზესი პატარძალი იყავით?

    – არ ვიცი, ვერ გეტყვით. – გათხოვების მერე, როგორ გაგრძელდა თქ­ვენი ცხოვრება?

    – გათხოვების მერე ვავ­ადმყოფობდი. მქონდა დე­პრესიები.

    – ძალიან ბევრს საუბ­რობენ თქვენს ავადმყ­ოფობაზე. საინტერესოა, სინამდვილეში რა სჭირს ლიკა ქავჟარაძეს?

    – იცით, რა? ფსიქიკურ­ად ვარ ცუდად.

    – რა მიზეზით?

    – ექიმები ამბობენ, რომ ეს იყო მშობიარობის სტრესი. ზოგი ამბობს, რომ ეს არის არაბედნიერი ცხოვრების გამო. ზოგიერთი ამბო­ბს, რომ გაციებული ვიყავი და მენი­ნგიტის შედეგად გავხდი ცუდად.

    – თქვენ როგორ ფიქრობთ?

    – მე ვფიქრობ, რომ ავად არასწორი ცხოვრების გამო ვიყავი.

    – რას უწოდებთ არასწორ ცხოვ­რებას?

    – ოჯახური მდგომარეობა მქონდა ასეთი.

    – თავს არ გრძნობდით ბედნიე­რად?

    – არა, თავს ნამდვილად არ ვგრძ­ნობდი ბედნიერად.

    – კონფლიქტები გქონდათ მე­უღლესთან?

    – არა, კონფლიქტი არ გვქო­ნია, უბრალოდ, ჩვენ დამოუკიდ­ებელი ცხოვრება არ გვქონდა, ყველა ერეოდა ჩვენს ცხოვრე­ბაში და ა.შ.

    – ალბათ, ამ ყველაფრის ფონზე სიყვარულიც გა­ქრა…

    – დიახ.

    – თქვენ უკვე დეპრესიაში იყავ­ით, როდესაც ოჯახი დაანგრიეთ. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ უფრო მეტი სტრესის ქვეშ აღმოჩნდებოდით ოჯ­ახის დანგრევის შემდეგ?

    – არა, არა, მაგაზე არ მიფიქრია, რადგან უკვე ვგრძნობდი, რომ სწ­ორედ ოჯახში შექმნილი სიტუაციის გამო ვიყავი ცუდად. და რაც კი შემე­მთხვა, ყველაფერი სწორედ ოჯახის გამო ხდებოდა.

    – რა შეგემთხვათ, ქალბატონო ლიკა, იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ?

    – უსიყვარულობა, სხვა სიყვარულ­ის მოთხოვნა.

    – ანუ იმის სურვილი გქონდათ, რომ სხვა ვიღაც გყვარებოდათ?

    – დიახ.

    – და ამ სიყვარულის ობიექტი თუ არსებობდა?

    – კი, არსებობდა.

    – ვინ იყო?

    – ამდენი გულახდილობაც არ შე­მიძლია.

    – მერე შედგა ეს სიყვარული?

    – კი, შედგა, მაგრამ მალევე დასრ­ულდა.

    – ანუ თქვენს ცხოვრებაში ყველა სიყვარული, რომელიც მოვიდა, ტრ­აგიკული იყო?

    – გეთანხმებით, ასე იყო. როცა მყ­ვარებია, ყველა სიყვარული ტრაგიკ­ულად დასრულებულა.

    – რატომ?

    – არ ვიცი, ვერ გეტყვით. საერთოდ, ყოველთვის მაქსიმალისტი და მომთ­ხოვნი ვიყავი, ყოველთვის იდეალურ სიყვარულს ვეძებდი და ალბათ, გარკ­ვეულწილად, ამის ბრალიც იყო.

    – დღეს როგორ მდგომარეობაში ხართ?

    – ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ.

    – იპოვეთ იდეალური სიყვარ­ული?

    –კი, ვიპოვე.

    – არადა ამბობენ, რომ ქმარს გა­შორდით…

    – მართალი ხართ, ქმარს გავშორ­დი, მე და ლევან შანიძეს დღეს არაჩ­ვეულებრივი მეგობრული ურთიერ­თობა გვაქვს.

    – რას ნიშნავს თქვენთვის იდეა­ლური სიყვარული?

    – როდესაც უკვე გაქვს გამოცდ­ ილება, მაშინ უნდა შეეცადო, არ იყო ისეთი მაქსიმალისტი, როგორიც იყავი და რაღაც დათმობებზე უნდა წახვიდე.

    – თქვენ რა დათმეთ?

    – იცით, რა? რაღაც დიდი და გა­ნსაკუთრებული არ დამითმია. უბრა­ლოდ, როცა ადამიანს არ შეუძლია, უნდა გაუგო და მიიღო ისეთი, როგო­რიც არის.

    – რით განებივრებენ მამაკაცე­ბი?

    – ყურადღებით, სიყვარულით, სი­თბოთი, კომპლიმენტებით, საინტე­რესო საუბრებით.

    – ძნელია თქვენი გულის მოგება?

    – კი, ძალიან ძნელია.

    – თქვენი ქალური სისუსტეები რა არის?

    – იცით, რა? შეიძლება. ვიღაცამ მაწყენინოს და გული დამწყდეს, თო­რემ სხვა ქალური სისუსტეები არ მა­ქვს. ვფიქრობ, რომ ძლიერი ქალი ვარ და ცხოვრებამ გამაძლიერა.

    – თქვენზე ამბობენ, რომ სასმ­ელი გიყვართ…

    – კი, სასმელი ძალიან მიყვარს, გუ­შინ დავლიეთ და ახლაც გადავკარი „პახმელიაზე“.

    – რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, თქვენი გული რომ მოიგოს?

    – ალბათ, ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს და მე უნდა მიყვარდეს სი­გიჟემდე.

    – დღეს რა დოზით გიყვართ?

    – შეიძლება ითქვას, რომ დღეს ვარ სიგიჟემდე შეყვარებული.

    – თქვენი რჩეული თქვენზე პატა­რაა თუ დიდი?

    – ჩემზე დიდია, ცნობადი სახეა, ოღონდ თავის სფეროში.

    – ვინ არის?

    – ვერ გეტყვით, რადგან მას არ უნ­ და, რომ ვთქვა.

    – როგორ გაიცანით?

    – ამ ადამიანს ბავშვობიდან ვიცნ­ობდი, უბრალოდ, ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონს, როგორც ქალსა და მამაკაცს, და ერთად ყოფნა გვინდა.

    – როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი უკანასკნელი სიყვარულია?

    – კი, ნამდვილად ასეა. დარწმუნე­ბული ვარ, ის ადამიანი, რომლის გვ­ერდითაც ახლა ვარ, ცხოვრების ბო­ლომდე მეყვარება.

    – რა სიურპრიზებს უკეთებთ თქ­ვენს შეყვარებულს?

    – მე მას ჩემი თავი ვაჩუქე.

    – თვითონ რით განებივრებთ?

    – თვითონ ძალიან ყურადღებიანია, საჩუქრებს მიკეთებს, სულ მირეკავს, მეხუმრება, ძალიან ჯანსაღი იუმო­რის პატრონია. ხანდახან მაშინებს ხოლმე, მეუბნება, წავედიო და იცის, რომ ამაზე ვნერვიულობ, რადგან მი­ნდა, დარჩეს.

    – სად დადიხართ გასართობად ერთად?

    – იცით, რა? არ უყვარს ხოლმე გა­მოჩენა, მეუბნება, რომ მე ლამაზი ვარ და თვითონ უშნოა.

    – არადა დარწმუნებული ვარ, ძა­ლიან სიმპათიური მამაკაცი იქნე­ბა…

    – ოოო, კი ძალიან სიმპათიურია, ოღონდ მართლა.

    – კარგით, რა… ვინ არის, მითხ­არით.

    – (ფიქრობს) მამუკა მათიაშვილი.

    – ძალიან კარგი. იმედია, ქორწ­ილში დაგვატიჟებთ.

    – ქორწილი არ უნდა.

    – რატომ?

    – რა ვიცი, ასე ურჩევნია.

    – როგორ ფიქრობთ, როგორი იქ­ნება ლიკა ქავჟარაძე წლების შემდ­ეგ?

    – ყოველთვის ვეცდები, რომ ლამა­ ზი ვიყო და ფორმა შევინარჩუნო.

    – საკუთრ თავს სექსუალურ ქა­ლად მიიჩნევთ?

    – კი, აბა, როგორ? ვფიქრობ, რომ ძალიან სექსუალური ვარ. მამუკაც მე­უბნება, რომ ძალიან სექსუალური ვარ.

    – მამუკა არ ეჭვიანობს, ასეთი ლამაზი ქალი რომ ჰყავს გვერდით?

    – კი, როგორ არა, ძალიან აზიატია. თუ ვიღაცას დაველაპარაკე, გიჟდება. მე კი ვკვდები სიცილით.

    იხ. ფოტოკოლაჟი:

    ავტორი: მარი გულორდავა


     https://www.primetime.ge



  • loading...