სასწრაფოდ-თავდასხმა რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე - „კურიერის ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სასტიკად სცემეს
2018-10-10 10:40:19
  • თავდასხმა „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე - „კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს.

    ფიზიკურად „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

    „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.

    ამ წუთებში ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.



  • loading...