შემზარავი ავარია გორში - დაშავებულია ორსული
2018-10-10 10:25:03
  • ავარია გორში - ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. "ნიუპოსტის" კორესპონდნეტის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 176 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.



  • loading...