სკანდალი-მესტიაში ლუკა ფალიანის მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი საქმიდან გაქრა- ოჯახი სისხლის აღებით იმუქრება
2018-10-10 09:41:36
  • მესტიის ცენტრში მოკლული 26 წლის ლუკა ფალიანის ოჯახი საქმის ობიეატურ გამოძიებას ითხოვს. ფალიანები საქმის ფალსიფიფიცირებაში პროკურატურას ადანაშაულებენ.

    მოკლულის დედა, როზა ფალიანი აღნიშნავს, რომ საზარელი დანაშაულიდან სამი თვის თავზე მათთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი საქმიდან წაშლილია.

    ოჯახი დარწუნებულია, რომ ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ხელისუფლება მფარველობს.

    „ეს თუ არ გამოიძიეს რა უნდა ვქნა, მაშინ უნდა დავხოცოთ მთელი რაიონი? გააკეთონ თავისი საქმე, ისე რომ ჩვენ აქ მკვლელობა არ ჩავიდინოთ. არც ნიგურიანი მოვკლათ, არც მუშკუდიანი, არც ქურდიანი მოვკლათ, რად უნდათ ის ვირთხები თავხედები კიდევ რომ მოკლან? ექვსივე მკვლელია ეს. რატომაა იცი ეს ექვსივე მკვლელი? ზოგი იჭერდა, ზოგი არტყამდა”-ამბობს ლუკა ფალიანის დედა როზა ფალიანი.

    ლუკა ფალიანის მამა ამბობს, რომ მკვლელები ან კანონით უნდა დაისაჯონ, ან თავად ოჯახი მიხედავს ამ საქმეს.

    „თუ არ მიხედავენ ამ საქმეს, მერე სხვა ამბავში გადაიზრდება. ვითხოვ, რომ ვინც ეს მტკიცებულება გააქტო დაისაჯოს კანონის წინაშე. მაგას არ დავთმობ, მთელი ცხოვრება ვიბრძოლებ” – აცხადებს გურამ ფალიანი.

    შსს-მ მომხდარიდან მალევე წარსულში ნასამართლევი დავით ნიგურიანი დააკავა.

    ლუკა ფალიანის ახლობლებები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მკვლელს არ იცობდა. მესტიაში ამბობენ, რომ ერთ-ერთ დაწესებულებაში ფიზიკურ დაპირისპირებამდე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა იყო, რაც მოგვიანებით ლუკას სასტუმროდან გაყვანით და საზარელი მკვლელობით დასრულდა.

    ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მკვლელობის დროს მომხდარის სიახლოვეს პატრული იმყოფებოდა, მაგრამ მათ ინცინდენტი არცკი შეიმჩნიეს.

    მოკლულის ოჯახი ამბობს რომ ნიგურიანის გარდა მკვლელობაში კიდევ ხუთი პირი მონაწილეობდა. ფალიანების მტკიცებით, მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულია.

    ლუკა ფალიანი მესტიაში 11 ივლისს მოკლეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში გულ-მკერდში ღრმა ჭრილობებით შეიყვანეს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარის გამოძიება საქართველოს სისსხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    •  
    •  
    •  
    •  
    •  


  • loading...