რ გაქვთ უფლება გახდეთ საქართველოს პრეზიდენტი და ქართული ჯარის მთავარსარდალი! თქვენ შეურაწყვეთ ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული ჯარისკაცები და მათი ოჯახები!!!
2018-10-08 06:13:07
  • საქართველოს გმირების, მამა-შვილის  ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ქვრივი – დედა,  მარინა გზირიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საჯაროდ მიმართავს და ეუბნება, რომ ის ვერ იქნება იმ ჯარისკაცების მთავარსარდალი და ვერ გაუძღვებით ქართულ ჯარს  და ჯარისკაცებს, რომლებმაც თავდაუზოგავად იბრძოლეს  2008 წლის  რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში და ჯერ კიდევ მსახურობენ
    საქართველოს შიარაღებულ ძალებში!

    სალომე ზურაბიშვილო! უნდა შეიგნოთ რომ,არასწორი გზა გაქვთ არჩეული კერძოდ:
    პრეზიდენტობა და მთავარსარდლობა!

    თქვენ ვერ იქნები იმ ჯარისკაცების მთავარსარდალი და ვერ გაუძღვებით ქართულ ჯარს
    და ჯარისკაცებს რომლებმაც თავდაუზოგავად იბრძოლეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში და ჯერ კიდევ მსახურობენ საქართველოს შიარაღებულ ძალებში!

    როდესაც შაგრენის ტყავივით დაპატარავებული ქვეყანა და ქართული ჯარი დაადანაშაულეთ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში!

    თქვენ ვერ დაიცვავთ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ღირსებას და ვერ დაელაპარაკებით ოსებსა და აფხაზებს, მაშინ,როდესაც საქართველოს ძირძველ ქართულ მიწებს, კერძოდ კი აფხაზეთს “განგრენად” და “მეზობლად” მოიხსენიებთ!

    კიდევ იმიტომ ვერ გახდებით საქართველოს პრეზიდენტი და ქართული ჯარის მთავარსარდალი რომ,- აი მომისმინეთ!!!:

    საქართველოს ჯარისკაცებმა პირნათლად შესრულეს “სამხედრო ფიცი”- ერისა და ქვეყნის წინაშე. საქართველოს გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო და ერი,მათ შორის თქვენც( სალომე ზურაბიშვილო) გარედან შემოჭრილი რუსი აგრესორებისა და ადგილობრივი ოსი სეპარატისტების თავდასხმისგან!!!
    თქვენ შეურაწყვეთ ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული ჯარისკაცები და მათი ოჯახები!!!

    საქართველოს გმირი ჯარისკაცები მოიხსენიეთ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელებად და აგრესორებად!!!
    აი მაგიტომ, არ და ვერ გახდებით საქართველოს პრეზიდენტი და ქართული ჯარის მთავარსარდალი!
    უფალი ამას არ დაუშვებს. მაგრამ,თუ მაინც ეს უსამართლობაც მოხდა ქვეყანაში. მაშინ,
    აქედანვე იცოდეთ რომ,თქვენ ვერასოდეს მოხვალთ საქართველოს გმირების საფლავებთან!
    ვითომდა პატივისმისაგებად.

    ამას ჩვენ, საქართველოს გმირების ოჯახის წევრები არ დავუშვებთ!

    სალომე ზურაბიშვილო! ჯობია იწამოთ მართმადიდებლობა და  ერთი ღმერთი,მამა ყოვლისა მპყრობელი,შემომქმედი ცათა ქვეყნისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა“-მიმართავს ზურაბიშვილს მარინა გზირიშვილი.



  • loading...