ბესელიას შემზარავი განცხადება-ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? – ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
2018-09-21 15:37:36
  • p.

    იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის უმრავლესობას აკრიტიკებს.

    “კიდევ ერთი დაზარალებული ოჯახი ჰყავს, ეს არის ლევან დადუნაშვილის ოჯახი, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს გუშინ არც გახსენებია, – ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე, მ განაცხადა.

    პირველ რიგში, მინდა, დავიწყო სამძიმრით და არა მხოლოდ ერთ, დავით სარალიძის ოჯახს მივუსამძიმრო, არამედ დადუნაშვილების ოჯახსაც, რომელიც გუშინ არ გახსენებია სერგი კაპანაძეს, რამდენჯერაც ახსენებდა ერთ დაზარალებულს. ამ საქმეს ჰყავს კიდევ ერთი დაზარალებული ოჯახი და არა მხოლოდ ეს ოჯახი. როდესაც დაზარალებულებზე ვსაუბრობთ, როგორმე მაშინ მაინც უნდა მოვახერხოთ და პოლიტიკური განწყობებისგან გავთავისუფლდეთ…

    მინდა, კომისიის საქმიანობაზე ვთქვა ორიოდე სიტყვა იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ტრადიციას არ აქვს გამოცდილება ასეთ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის. მაშინ, როცა პარლამენტში უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, როგორც წესი, არ იქმნებოდა. ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ჰქონდა არა მხოლოდ ამ ერთი საქმის, არამედ შემდგომში საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. გადაწყვეტილებამ, რომლითაც კომისიაში უმრავლესობით „ევროპულ საქართველო“ იყო, აჩვენა, რომ ასეთი არ უნდა იყოს საგამოძიებო კომისია. ჩემთვის, რომელიც ამ პროცესებს შიგნიდან ვაკვირდებოდი და ჩართული ვიყავი, სამწუხარო იყო, მენახა, რამდენად პოლიტიზებული იყო სრულად პროცესი“, – განაცხადა ბესელიამ.

    მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი არ არის მოსამართლის და პროკურორის მანტიით აღჭურვა

    „უნდა დადგენილიყო ობიექტური გარემოებები და ის, თანამდებობის პირმა ან ორგანოებმა ხომ არ დაარღვიეს კანონი. ვინ მოგცათ უფლება, ვინც არ უნდა იყოს მ.კ., რომლის არც პრეზუმფცია გახსოვთ და არც ის, რომ რამე უფლება აქვს ამ ქვეყანაში, გამოუტანოთ მსჯავრი. ასევე, როდესაც ასეთ მოწოდებას აკეთებს სახალხო დამცველი, მიუხედავად ჩემი განსაკუთრებული პატივისცემისა ამ ინსტიტუტის მიმართ, ვფიქრობ, ეს არის დიდი შეცდომა“, – განაცხადა ბესელიამ.

    “ნიუპოსტი”

    •  
    •  


  • loading...