ამ წუთებში პარლამენტში ჩხუბია (ვიდეო)
2018-09-20 15:46:25
  • საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათ შორის კამათი ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ გამოიწვია. კერძოდ, ზაზა პაპუაშვილი დაინტერესდა, კომისიამ რა ახალი გარემოება გამოავლინა და რა შესძინეს საქმეს სამ თვის განმავლობაში. „ვერაფერი“, – ასე მიმართა ზაზა პაპუაშვილმა უმცირესობის წევრებს. ამის შემდეგ პარლამენტში ზაზა პაპუაშვილს, ელენე ხოშტარიასა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაშიც სხვა დეპუტატები ჩაერთნენ.



  • loading...