33 წელი ველოდი… რომ დაიბადა, მე 61 წლის ვიყავი და მეუღლე 59 წლის
2018-09-14 16:07:27
  • შენთან ერთად ჭამს, შენს მხარზე იძინებს და ამას ვერაფრი შეედრება!იმხელა ძალა გვაქვს ცოლ-ქმარს, ალბათ მთებს გადავდგამთ. ოცი წლითდაგვაბრუნა ახალგაზრდობისკენ”… – ნათელა ლაზიშვილი და გურამ ლაზიშვილი თავიანთ უკიდეგანობედნიერებას გვიზიარებენ. მათ შვილი მაშინ შეეძინათ, როდესაც ქალბატონი ნათელა 59 წლის იყო და ბატონიგურამი – 61 წლის… ქალბატონი ნათელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული დედაა, მაგრამ დღესენერგიით სავსე დამხმარეს გარეშე ზრდის ბავშვს და მის თავს არავის ანდობს…

     ნათელა ლაზიშვილი:

    – დედობა ყოფილა ყველაზე კარგი რამ ამ ქვეყანაზე! ამას ვერაფერს შევადარებდი…

    – გვიამბეთ თქვენს პატარაზე


    – ჩემთვის მართლაც ანგელოზია… ძალიან მიხარია ცხოვრება, ბედნიერი ვარ და არც ვიცი, ეს ყველაფერისიტყვებით როგორ აღვწერო. დამხმარე ქალი არ მყოლია, ბავშვი სრულიად მარტომ გამოვზარდე და ვერც ვერავისვანდობ მის თავს. მამამისსაც კი ვერსად ვატან, რომელიც ბავშვზე გიჟდება… ძალიან ცელქი და კარგი ბავშვია, ღმერთის საჩუქარია ნამდვილი!

    გურამ ლაზიშვილი:

    – 61 წლამდე ყოველი წუთი და წამი უაზროდ მიცხოვრია! ცხოვრებას აზრი, სიხალისე, სიყვარულ

    და ყველა სიკეთე მას შემდეგ მიეცა, როდესაც მე ღმერთმა გიორგის თავი მაჩუქა! დღეს ყოველი დღე ჩემთვისუბედნიერესია! გიორგის დაბადების შემდეგ უხასიათობა რა არის, აღარც მახსოვს. დაღამებასაც აზრი აქვს დაგათენებასაც! დილით რომ თვალებში დამეტაკება და მაღვიძებს – ბა, ბას ძახილით, ამ სიხარულს ქვეყანაზევერაფერი შეედრება! წლის და შვიდი თვისაა და საოცარი ბავშვია… თუ რამ ცხოვრებაში უნდა შევქმნა, ძალას ჩემიპატარა მაძლევს და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ!

     

    – როგორც მახსოვსკიდევ გსურდათ შვილები


    – დიახ… კიდევ ერთი პატარა გვინდა გვყავდეს, მაგრამ ჯერ ამას უნდა მივხედოთ! ორი წლის რომ გახდებათებერვალში, გიგანტური დაბადების დღე უნდა გადავუხადო… კეთილი და ძალიან კარგი საზრდელი ბავშვია! უჭკვიანესი თვალები აქვს! ახლა რომ მას ჭკუა აქვს, ამდენი ჭკუა ალბათ ჩვენს თაობას მეშვიდე კლასში არ ჰქონდა. რასაც დედიკო აკეთებს სამზარეულოსა თუ სისუფთავის მხრივ, ყველაფერს ბაძავს… უნდა ნახოთ როგორ რეცხავსდა წმინდავს ჩემს მანქანას.

     – 33 წელი ველოდი ამ სიხარულს… გიორგი რომ დაიბადა, მე 61 წლის ვიყავი და მეუღლე 59 წლის. საკუთარიშვილი ყოფილა საკუთარ სიცოცხლეზე ბევრად უფრო ძვირფასი, არათუ ძმისშვილზე და დისშვილზე… შენთანერთად ჭამს, შენს მხარზე იძინებს და ამას ვერაფრი შეედრება! იმხელა ძალა გვაქვს ცოლ-ქმარს, ალბათ მთებსგადავდგამთ. ოცი წლით დაგვაბრუნა ახალგაზრდობისკენ.

     

    – რადგან შვილი ასე გსურდათბავშვის აყვანაზე არასოდეს გიფიქრიათ?


    – შვილის აყვანა რომ მდომოდა, ადრიდანვე ვიფიქრებდი, მაგრამ ნაშვილები ბავშვი სამწუხაროდ, იშვიათადამართლებს… ჩემი მეუღლის ოჯახს სულ გოგონები ჰყავდა, იშვილეს ვაჟი და თავს ევლებოდნენ, ისე ზრდიდნენ. შემდეგ ვიღაცამ ჩააწვეთა, ნაშვილები ხარო და დაინგრა ოჯახი…

     

    გამზრდელ მშობლებს გაექცა, ცოლის ჭკუაზე წავიდა, სადღაც ბარაკებში იქირავეს ბინა და ეს ნაფერები ბიჭიტუბერკულოზით გარდაიცვალა. იგი ფაქტიურად ჩემი მეუღლის გაზრდილი იყო და მაგ დარდს ლამის გადაყვაჩემი მეუღლე. დღეს ჩემი სიდედრის და სიმამრის სახლში აღარავინ ცხოვრობს, დახურულია კარი… ამ ამბითშეშინებულებს ბავშვის აყვანაზე აღარც გვიფიქრია.

     

    mshoblebi.ge



  • loading...