სკანდალი სალომე ზურაბიშვილზე ბევრი კომპრომატი გამოჩნდება, შესაძლოა პირადი ცხოვრებიდანაც
2018-09-14 14:25:28
  • p.

    „სალომე ზურაბიშვილზე ბევრი კომპრომატი გამოჩნდება, შესაძლოა პირადი ცხოვრებიდანაც…“ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციის გათვალისწინებით, რატომ დაუჭირა მხარი მას „ქართულმა ოცნებამ“, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, – ამ საკითხთან დაკავშირებით, „მეოთხეს“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა. პოლიტოლოგის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა ჩვეულებრივად არ გამოუცხადებია და ამას სხვა წინაპირობები ჰქონდა. „ოცნებას“ ის ჩვეულებრივად არ დაუსახელებია. სულ რაღაც ორი კვირის წინ, ზაქარია ქუცნაშვილი „კავკასიის“ ეთერში სულ მკერდში მჯიღს ირტყამდა და იფიცებოდა, რომ „ოცნების“ უმრავლესობა სალომეს წინააღმდეგია, ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვინდა და კიდევაც გვეყოლებაო. თუ „ოცნების“ უმრავლესობა წინააღმდეგი იყო, მაშინ ვინ არის ისეთი უმცირესობა, რომელმაც უმრავლესობა გადაწონა? გუშინ, გია ვოლსკის ვუყურებდი და სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, რადგან ჭკვიანი ადამიანია. ვოლსკი სულელი კაცი არ არის, მაგრამ ნემსის ყუნწში ძვრებოდა, ყურით მოთრეული არგუმენტებით, რომ როგორმე სალომე დაეცვა. დარწმუნებული ვარ, ამ დროს, იგივე უმრავლესობის დეპუტატები ე.წ. კანდიდატს გულში ყველაფერს უტრიალებენ, რადგან თვითონაც ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. ამ ქალბატონზე კიდევ ბევრი კომპრომატი გამოჩნდება, თუ გნებავთ პირადი ცხოვრებიდანაც. წინ თვეზე მეტია… ეს უკვე ის შემთხვევა არ არის, რომ კითხვა დაისვას, – პირად ცხოვრებაში ცხვირს რატომ ყოფო. ეს უკვე ერთი ცალკე ადამიანის პირადი ცხოვრება არ არის. ჩვენ 28 ოქტომბერს ქვეყნის მთავარსარდალს ვირჩევთ და მთავარსარდლის პირადი ცხოვრების დეტალებზე ხშირად მთელი ერის ბედიც არის დამოკიდებული. ამიტომ, ჯერ ყველაფერი წინაა, თუ ჩვენ საზოგადოებას ეყოფა ის გრძნობა, რასაც ჩვენი დიდი წინაპრები ღირსებას უწოდებდნენ, რისი საშინელი დეფიციტიც გვაქვს სადღეისოდ“, – აცხადებს „მეოთხესთან“ საუბარში სოსო ცინცაძე.

    http://meotkhe.ge



  • loading...