ქართველო ჯარისკაცებო! არ დაუშვათ, ხმა მივცეთ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც აგვისტოს ომის დაწყებას გვაბრალებს - თადარიგის პოლკოვნიკის მიმართვა ქართველ სამხედროებს
2018-09-14 08:52:19
  • ჩემო თანამებრძოლებო, სამშობლოს წინაშე დაღვრილი ძმების სისხლი არ მოგვცემს იმის უფლებას რომ, ხმა მივცეთ ქვეყნის მოღალატე პრეზიდენტობის კანდიდატს - ასე ეხმაურება თადარიგის პოლკოვნიკი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო დავით მაყიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. მაყიშვილი ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი ისეთ კანდიდატს, რომელიც თითოეულ მათგანს სამხედრო დამნაშავედ მიიჩნევს.

    „ოფიცრებო და სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ჩემო თანამებრძოლებო, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო!

    მრავალწლიანი ბრძოლის მიუხედავად ჩვენ ღირსება არასოდეს დაგვიკარგავს და ყოველთვის ვიყავით მზად, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვეცვა ჩვენი სამშობლო. ბევრი თანამებრძოლი და მეგობარი დავკარგეთ ამ ბრძოლებში რომელთა გმირობა ყველა ჩვენთაგანისათვის მისაბაძი და დასაფასებელია. ყოველთვის როცა ჩვენს ქვეყანას უჭირს ჩვენ უთქმელად ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე და ბევრისგან განსხვავებით ვიცით ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვისთან გვიწევს ბრძოლა.

    ჩემო თანამებრძოლებო, ყოფილო კოლეგებო, ძმებო, დღეს ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სრული ოკუპაციის წინაშე, რადგან დღევანდელი ხელისუფლება და საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ გვაბრალებს ომის დაწყებას, თქვენთვის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს ალბათ რომ, ამ ერის მოღალატე მთავრობის დახმარებით თუ მოხდა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, შემდეგი ნაბიჯი იქნება ყველა თქვენთაგანის გასამართლების დასაწყისი, რადგან ის, ომის დაწყებას ყველა ჩვენთაგანს გვაბრალებს ვინც აგვისტოს დღეებში ერთმანეთს გვერდით ვედექით და ყველანაირად ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.

    მე მტკიცედ მჯერავს რომ, ჩვენი მხედრული ვალი და სამშობლოს წინაშე დაღვრილი ძმების სისხლი არ მოგვცემს იმის უფლებას რომ, ხმა მივცეთ ქვეყნის მოღალატე პრეზიდენტობის კანდიდატს, მე მტკიცედ მწამს რომ, თქვენ არ დაუშვებთ ისეთ უმაღლეს მმთავარსარდალს რომელსაც ყველა თქვენთაგანი სამხედრო დამნაშავედ მიაჩნია. ძმებო და თანამებრძოლებო უმორჩილესად გთხოვთ და მოგიწოდებთ, თქვენი არჩევანი ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწიროთ და არა ქვეყნის მოღალატეს როგორიც სალომე ზურაბიშვილია.“ - წერს დავით მაყიშვილი ფეისბუქის გვერდზე.



  • loading...