სასწრაფოდ თბილისში ფაშისტური მოძრაობის შეიარაღბული პოლიცია გამოჩნდა:უკანონო შეიარაღბული ჯგუფის წევრები ქუჩაში მოქალაქეებს აჩერებენ და მათ დოკუმენტების ჩვენებას სთხოვენ. შსს-საგანგებო განცხადება ! 
2018-09-13 16:20:46
  • p.

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დაჯგუფება გამოჩნდა, რომლის წევრებიც ქალაქის ქუჩებში უცხოელებს აჩერებენ და დოკუმენტებს უმოწმებენ.

    თვითმხილველის ინფორმაციით, ისინი მანქანით გადაადგილდებიან, რომელსაც "საქართველოს დარაჯი" აწერია.

    სოციალურ ქსელში წერენ, რომ დაჯგუფების წევრები ქუჩაში უცხოელებს, ძირითად კი, არაბებსა და ინდოელებს აჩერებენ და მათ დოკუმენტების ჩვენებას სთხოვენ. ასევე, სიტყვიერადაც უპირისპირდებიან.

    ერთ-ერთი თვითმხილველი ასევე ამბობს, რომ ისინი იარაღით გადაადგილდებიან.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. "საქართველოს დარაჯთან" დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

    როგორც უწყებაში "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 223-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას ან ხელმძღვანელობას ან/და მასში მონაწილეობა გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.



  • loading...