მტკივა? რას განვიცდი ნეტა? მტკივა? არავინ შემეკითხება.მ. ი. ყ. ვ. ა. რ. ხ. ა. რ. დედა შემოგევლა.რას წერს დედა, რომელიც შვილის მკვლელისთვის ლოცულობდა..
2018-08-20 06:53:38
  • დღეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის დაბადების დღეა. ბექას დედა ირმა ზანდარაშვილი შვილის დაბადების დღეს იხსენებს:

    „1986 წლის 20 აგვისტოს დილა თენდებოდა. ტაქსში სამი სული ვისხედით და. მეოთხესამშობიაროსკენ მივდიოდით. მძღოლმა, მშობიარე უკვე იქ არისო? იკითხა. როცა გაიგო, იქვიჯექი და ჩუმად ვიტანდი ტკივილს, ცოტა არ. იყოს გაუკვირდა. ტკივილი მოლოდინისუსაზღვრო სხარულით შეიცვალა. ვიცოდი ბიჭი რომ მეყოლებოდა. ტკივილი და დიდი.იმედი, შენი არსებობის. ტკივილი და მიზანი კაცად ქცევისა. ტკივილი. დიდი მომავლის დადიდი სიამაყის. ერთხელ, ტელეფონზე საუბრისას, მკითხე არაფერი გაწუხებსო?ცოტაგამიკვირდა. არა მეთქი. შენ არ იდარდო მეთქი. მეოთხე წელია დაბადების დღისთვისვემზადები.. მტკივა? რას განვიცდი ნეტა? მტკივა? არავინ შემეკითხება. არც უნდა მკითხონ..გილოცავ, 32 ის გახდებოდი....... მე კი, მანამ, ვიცოცხლებ, ორი გულით ვივლი..
    "ვიაროთ ასე. , ჩუმად და ღმერთით."

    .მ. ი. ყ. ვ. ა. რ. ხ. ა. რ. დედა შემოგევლა. . ჩემო . კუშკუნა.. მაპატიე..“

     

    ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიანგრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან,ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როცა საბუთების შემოწმებისმიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელებისმისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდანმიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. ბექა მარგიშვილისაუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    ახალციხის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძის საქმეზე, ბრალდების მხარის 10 მოწმე დაკითხეს. მათ შორის, 4 აპრილს, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევისას გარდაცვლილი ბექა მარგიშვილის დედა. ირმა ზანდარაშვილი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იკითხებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ბექას ბავშვობა და ის დღე გაიხსენა, როდესაც შვილის გარდაცვალების შესახებ გაიგო. დედამ გაიხსენა, რომ შვილის დაღუპვა ინტერნეტის საშუალებით გაიგო. 
    "უფალმა შეუნდოს შალვას, რაც გააკეთა. ახლა ჩემი შვილის სული მიყურებს, ჩემ შვილს აღარ შია, მას არც თმა და აღარც ფრჩხილი ეზრდება. ახლაც ვლოცულობ შალვასთვის, ეს ადამიანი არც ამ სამყაროშია და არც იქით, მეცოდება", - ასე დაასრულა ჩვენება გარდაცვლილი ბექა მარგიშვილის დედამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე. 
    28 წლის პოლიციელს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.



  • loading...