საშინელი ტრაგედია:ერთხელ ეზოში თამაშობდნენ ბავშვები, ნაყინის კაცი მოვიდა, ლიზიკო სიხარულით გამოიქცა - ბეე ნაყინი ნაყინი მიყიდეო... ერთი თეთრიც კი არ მქონდა... მთელი საღამო ვტიროდით მეც და ლიზიკო
2018-08-19 21:19:45
  • საშინელი ტრაგედია რომელმაც ორი პატარა მშობლების სითბოს და ლუკმა-პურის ნანატრი გახადა

    ,,ბებიკო, მიყიდე ნაყინი...ბებიკო კიდევ არ გაქ ფული..ბებიკო ნუ ტირი...
    კიდევ ორი პატარა ანგელოზი დააობლა ბედმა,
    საბა და ლიზიკო, ვერასდროს შესძლებენ მშობლების ხმის გაგონებას. „დედიკო“ და „მამიკო“.
    მათ ახლა მოხუცი ბებო და პაპა ზრდის, თუმცა ხშირად გაჭირვების გამო პატარები ნახევრად მშვირები იძინებენ.

    „გული მტკივა, როდესაც ვერ ვუსრულებ ჩემს პატარებს თხოვნას. აი, როგორ უნდა ავუხსნა ბავშვს, რომ მთელი პენსია წამლებზე და მცირე საკვებზე მიდის.
    ჩვენ ლტოლვილები ვართ არაფერი არ გაგვაჩნია, მე და ჩემი ქმარი უკვე იმ ასაკში ვართ, რომ თავად გვჭირდება მოვლა. მეშინია იმის გაფიქრებაც კი, რომ რა ეშველებათ ამ ბავშვებს ჩვენს შემდეგ.

    ერთხელ ეზოში თამაშობდნენ ბავშვები, ნაყინის კაცი მოვიდა, ლიზიკო სიხარულით გამოიქცა - ბეე ნაყინი ნაყინი მიყიდეო...
    ერთი თეთრიც კი არ მქონდა... მთელი საღამო ვტიროდით მეც და ლიზიკოც

    ლიზიკოს დაიბადებიდან მეხუთე დღეს, გარდაიცვალა დედა,
    თუმცა მათი ტრაგედია ამით არ დასრულებულა, მალევე მოულოდელად პატარების მამაც გარდაიცვალა და ერთი თვის მერე ბიძაც.
    აი, ასე დარჩნენ ობლად საბა და ლიზი, საოცრად საყვარელი ბავშვები, რომლებსაც ამიერიდან მშობლების გარეშე მოუწევთ ცხოვრების რთულ გზაზე სიარული.
    დღეს ჩვენ ყველანი ვჭირდებით ამ ობლებს.
    მცირედით მაინც გავულამაზოთ ცხოვრების ერთი დღე.
    შევაგროვოთ საკვები, პროდუქტი, თანხა, ყველანი წავიდეთ მათთან, წამოიყვანეთ თქვენი პატარები, გავახაროთ და ვეცადოთ აღარ იტირონ ამ ანგელოზებმა

    GE32BG0000000699979200 - საქართველო ბანკი

    GE86TB7247445061100060 - თიბისი ბანკი.

    მიმღები: საქართველოს იმედი - თორნიკე პეტრემღვდლიშვილი.
    ( იგივე ანგარიშებზე ირიცხება, სხვა ნებისმიერი ბანკიდანაც)

    შესაძლებელია აგრეთვე საქართველოს ბანკის აპარატიდან ჩარიცხვა, 
    აირჩევთ - ანგარიშზე თანხის შეტანა > ფიზიკური პირი >
    პირადი ნომრით: 59801134216 და აირჩევთ ნებისმიერ ანგარიშს ლარში( საქართველოს იმედი - ქველმოქმედება)

    ასევე, დარეკეთ 0901 701 387 ბილაინისა და მაგთიკომის აბონენტებმა. 
    ზარის ღირებულება ერთი ლარი.

    ჩვენ ვარ ვართ ფონდი, შესაბამისად არ არის არანაირი საკომისიო და თითოეული თეთრი მოხმარდება ამ პატარებს

    ტანსაცმელს, სათამაშოებს და პროდუქტს ვაგროვებთ თბილისსა და გორში.

    სიკეთის დღე საბასთვის და ლიზისთვის

    ცხოვრობენ წეროვანის დევნილთა დასახლებაში.

    კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით; 579741474

    ინფორმაციის მოწოდებისთვის უღრმესი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს და დეკანოზ ანდრიას



  • loading...