ირანის მკაცრი პროტესტი საქართველოს-საქართველოს შესაბამის სამსახურებს ეთხოვათ გამოიძიონ ეს ფაქტი ​​​​​​​
2018-08-19 12:19:08
  • p.

    ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან ბაჰრამ კასემის განცხადებით, ირანმა მკაცრი პროტესტი განუცხადა საქართველოს იმ პრობლემების გამო, რომლებსაც ირანის მოქალაქეები - ავიამგზავრები აწყდებიან თბილისის აეროპორტში.

     

    ბაჰრამ კასემის განცხადება უკავშირდება მასმედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომელთა თანახმად, თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სათანადო პატივისცემა არ იყო გამოხატული ირანიდან ჩამოფრენილი რამდენიმე ირანელი მგზავრის მიმართ, ისლამურ თავსაბურავთან დაკავშირებით. "მას შემდეგ, რაც ეს ფაქტები ისპაანში ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლობისთვისაც გახდა ცნობილი და რომლებიც თბილისში ირანის ელჩმაც დაადასტურა, ავიარეისის

    -0:00

    მგზავრების ჩათვლით, ირანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცე პროტესტი განუცხადა თბილისის აეროპორტის უსართხოების სამსახურის (პოლიციის) მოქმედებასთან დაკავშირებით“, - თქვა ბაჰრამ კასემმა.

     

    პრეს-მდივნის თქმით, ამ საკითხს მუდმივად აქცევს ყურადღებას როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი წარმომადგენლობა ისპაანში, ისე თბილისში არსებული ირანის საელჩოც: "ერთ-ერთი მიღებული ზომა ამ საკითხის ირგვლივ არის ის, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საკითხების გენერალურმა დეპარტამენტმა თავისი უკმაყოფილება აცნობა თეირანში არსებულ საქართველოს საელჩოს და ელჩს სიტუაციის განმარტება მოსთხოვა', - აღნიშნა ბაჰრამ კასემმა, - "გარდა ამისა, საქართველოს შესაბამის სამსახურებს ეთხოვათ გამოიძიონ ეს ფაქტი და სამომავლოდ არ დაუშვან მსგავსი ინციდენტის გამეორება ირანელი ქალების მიმართ".

     

    სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირანი საქართველოს აკრიტიკებს თბილისის აეროპორტში ირანელი ქალებისადმი მკაცრი მოპყრობის გამო. გასულ წელს ერთ-ერთი ირანელი ქალი შემოწმებისას იძულებული გახდა ჰიჯაბი მოეხსნა, რადგან მას ეს ქართული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს. 2017 წლის აპრილში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა საქართველოს ხელისუფლებას ირანელი ტურისტებისადმი პატივისცემით მოპყრობისაკენ მოუწოდა: „საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ზრდისათვის აუცილებელია, რომ ირანელი ტურისტების, კერძოდ კი ირანელი ქალებისადმი სათანადო პატივისცემა იქნას გამოხატული", - განაცხადა ირანელმა მინისტრმა საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. წყარო

    kvirispalitra.ge



  • loading...