სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის. დააკავებენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
2018-08-19 09:23:24
  • p.

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა, უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" უკვე ემზდება არჩევნების გაყალბებისთის, თუმცა ის  მათ არ მისცემს საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირების საშუალებას. 

    სააკაშვილის თქმით, ოპოზიციას ძალიან ძლიერი კანდიდატი ჰყავს, რომელიც ყველა გამოკითხვით ლიდერობს. 

    "გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია. ამიტომ, როდესაც ისინი ( "ქართული ოცნება) წააგებს, და ისინი გააგრძელებენ წაგებას, არჩევნებს გააყალბებენ, რა თქმა უნდა ისინი ამისთის უკვე ემზადებიან. 

    ჩვენ არ მივცემთ ამის უფლებას, არ ვაღიარებთ ფალსიფიცირებულ არჩევნებს, ამიტომ საქართველოში ჩამოსასვლელად ვემზადები. ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო"- ამბობს სააკაშვილი. 

    ამ დრომდე უმრავლესობის წევრებს განცხადება ა გაუკეთებიათ სააკაშვილის ინტერვიუზე, თუ რას აპირებენ იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვა. ამ დრომდე გაურკვეველია დააკავებენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე. თუმცა სააკაშვილის განცხადებას რუსული მედია ეხმაურება და მათი განცხადებით სააკაშვილი თუ დაბრრუნდება საქართველოში მას დააპატიმრებენ როგორც სამხედრო დამნაშავეს . რაც სტრასბურგში მიმდინარეს სასამართლოზე დამტკიცდება რომ საქართველომ დაიწყო ომი და ეს სამართლიანი იქნება.



  • loading...