დასაჯეთ ეს ნაბიჭვარი შანტაჟისტები და მოძალადეები! ყველა ქალი ვერ უძლებს ამ წამებას!
2018-08-19 09:08:24
  • p.

    16 წლის ნატა ბოლქვაძისთვითმკვლელობას ინგა გრიგოლია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

    “გაამკაცრეთ კანონი ამ საშინელი დანაშაულისთვის, დასაჯეთ ისე მსგავსი ნაბიჭვარი შანტაჟისტები და მოძალადეები,რომ ტვინშიც ვერ გაივლონ ასეთი რამ,რომ ვერც ერთმა კაცმა ვერ გაბედოს ქალის დაშანტაჟება და ფსიქოლოგიური განადგურება.იცით ,რატომ ხდება ეს საშინელი დანაშაული?? იმიტომ რომ სერიოზული სასჯელი არ დაგიკისრებიათ არავისთვის ქალებზე პირადი ცხოვრებით შანტაჟის გამო,იმიტომ რომ ესაა ქვეყანა,სადაც პირად ცხოვრებას კომპრომატად გითვლიან და სახელმწიფოს არ აქვს განცდა,რომ მკვლელობაზე უარესია ასეთი შანტაჟი, ადამიანის ცოცხლად წამებაა ასეთი შანტაჟი. როცა მთელი ქვეყანა ფეხზე ვიდექით და მოვითხოვდით დამნაშავეების დასჯას, როცა ჩვენ გვემუქრებოდნენ, კაციშვილი არ დასჯილა. ყველა ვერ უძლებს ამ წამებას!ყველა ქალი ვერ იტანს ამ ფსიქოლოგიურ ტერორს!!!! ქალებს მიხედვა სჭირდებათ ამ ქვეყანაში ! გამანადგურა 16 წლის გოგოს ტრაგედიამ”



  • loading...