გივი სიხარულიძე-ზუზუს რომ არავინ მოკლავდა, ფაქტია აწყვეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა , სვამდა და ასევე სხვა რაღაცეებსაც ღებულობდა
2018-08-18 13:11:50
  • შოუ-ბიზნესისზოგი წარმომადგენელი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვთქვა, რომ ყველა კარგად ცხოვრობს, არასწორი იქნებოდა. შოუ-ბიზნესში კარგად არის დაცული შემდეგი პრინციპი – თუკი პირი რომელიმე პარტიასთან დაახლოებულია, მას კარგი მდგომარეობა აქვს.

    „ყველა დროში ასე იყო – შევარდნაძის, სააკაშვილის დროს და ახლაც ასეა. თუკი მთავრობასთან ახლოს ხარ, კარგად იცხოვრებ, თუ არადა, როგორი კარგი მომღერალი ან მსახიობიც არ უნდა იყო, ვერ იქნები კარგად,“ – „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს მსახიობი გივი სიხარულიძე.

    მისი თქმით, დღეს გარდაცვლილი მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი „აწყვეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა“ და სწორედ ეს გახდა მისი დაღუპვის მიზეზი.

    „ზუზუ არ უვლიდა თავის თავს, სვამდა და ასევე სხვა რაღაცეებსაც ღებულობდა. ოქროს ბიჭი იყო, მაგრამ ადამიანი აწყვეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი თითქოს არაფერს იკლებდა, თუმცა სინამდვილეში ყველაფერსაც იკლებდა.

    „ზუზუს რომ არავინ მოკლავდა, ფაქტია. ისეთი ბიჭი იყო, რომ მის წინააღმდეგ იარაღს არავინ აიღებდა. თავი თვითონ მოიკლა თავის არასწორი დამოკიდებულებით.

    „შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა 90% და შეიძლება მეტიც რატომღაც ფიქრობს, რომ პლანი დასაშვებია და კარგია. ყველა ნორმალურმა კაცმა იცის, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ არავინ აღიარებს. „კაიფის“ ქვეშ ყოფნა არის დამღუპველი. ჯერ „ვიკაიფოთ“ რა არის საქართველო, გაუბედურებული და ისედაც ჭკუაზე გადასული ქვეყანა. აღვირახსნილ ცხოვრებას მოაქვს ეს ყველაფერი,“ – განაცხადა გივი სიხარულიძემ.



  • loading...