ვის დაურეკა სიკვდილის წინ ზუზუმ და რა უთხრა უახლოვეს მეგობარს - „ასეთი სიყვარული სიკვდილამდე რომ ენახა, დეპრესია არ დაემართებოდა - exclusive
2018-08-17 09:02:23
  • მსახიობ ზაზა ბეჟაშვილს, იგივე ზუზუს უამრავი მეგობარი ჰყავდა. ჩვენ ნინი დედალამაზიშვილს დავუკავშრდით რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბოლო პერიოდში. აღმოჩნდა რომ უკანასკნელი სატელეფონო ზარი სწორედ ნინისთან ჰქონდა განხორციელებული.

    ნინი დედალამაზიშვილი:

    - საერთოდ ვერ ვხდები რა მოხდა. ბათუმიდან მოვდივარ ახლა. ბოლოს მე დამირეკა, ჩვეულებრივი ზარი იყო, მოკითხვის დონეზე. არაფერი შემიმჩნევია. როდის ჩამოდიხარო, მკითხა. ასეთი ზარები ყოველდღიური იყო ჩვენს შორის. ბათუმში ვიყავი და ხშირად მკითხულობდა... ახლა რასაც ვუყურებ, რაც ხდება სოციალურ ქსეელში... ეს სიყვარული თავის დროზე რომ ენახა, დარწმუნებული ვარ დეპრესიის მსგავსიც არ ექნებოდა არასდროს. ძალიან მძიმედ იყო ბოლოს, მარტოსული იყო, ყველასგან მიტოვებულად გრძნობდა თავს. ერთი ზარიც კი საკმარისი იყო რომ კარგად ყოფილიყო. მეტს არაფერს ითოვდა, სიყვარული უნდოდა მხოლოდ.

    - რა ვერსიები არსებობს, რა ინფორმაცია გაქვს?

    - წარმოდგენა არ მაქვს, არაფერი ვიცი. გუშინ დამირეკა ვერიკო ტურაშვილმა ღამე და ასე გავიგე ეს ამბავი. მე რომ ველაპარაკე ზუზუს, სიმთვრალეც ვერ შევატყვე. ფხიზელი იყო. ბოლოს თავისი მობილური აღარ ჰქონდა, დედამისის, ქალბატონი ციალას ტელეფონით გვეკონტაქტებოდა ყველას. 

    - ბენდელიანის ქუჩაზე ცხოვრობს, როგორც ვიცი. დოლიძეზე ვისთან მიდიოდა?

    - ზუზუს ხომ იცნობდი, ყველგან მეგობარი ჰყავდა. კონკრეტულად წუხელ ვისთან მიდიოდა არ ვიცი. 

    - რა პრობლემები ჰქონდა?

    - ისე ცუდად იყო, მე გულის ვერსიასაც არ გამოვრიცხავ. არ ამბობდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. უბრალოდ ხასიათი ჰქონდა ისეთი, თავის ყველაზე დიდ ტრაგედიებსაც კი იუმორით ჰყვებოდა. გული მეგლიჯება, რომ აღარ არის. ჯერ შოკში ვარ. 


    primetime.ge



  • loading...