(ვიდეო) ისეთი ლამაზი, ისეთი მშვენიერი გოგონა… წივილ-კივილი იყო… ბაბუამ ჩამოგლიჯაო – მეზობლები დოლიძეზე მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალებს ყვებიან
2018-08-16 13:16:36
  • p.

    დოლიძის ქუჩაზე 9 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონაზე დენი მას შემდეგ გადავიდა, რაც მან საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი.

     

    გოგონა საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, ნუკრი რევიშვილის შვილია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

     



  • loading...