შემზარავი მკვლელობა საბერძნეთში: 17 წლის ბიჭმა დანაშაულის ამსახველი ვიდეო გადაიღო [ვიდეო]
2018-08-09 21:16:34
  • p.

    საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია დანაშაულმა, რომელიც გუშინ საღამოს, ეგიოში მოხდა.

    17 წლის რუმინელმა 31 წლის ავღანელი უროთი მოკლა და მკვლელობის მომენტი მობილური ტელეფონით გადაიღო.

    17 წლის ბიჭი 31 წლის მამაკაცთან მივიდა და თავში ურო რამდენჯერმა ჩაარტყა , შედეგად კი სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

    არასრულწლოვანმა, მკვლელობის შემდეგ, დაუყოვნებლივ სცადა თავისი სისხლიანი ტანსაცმლის გარეცხვა, ურო კი მიმდებარე ტერიტორიაზე მოისროლა.

    ყველაზე საზარელი ის ფაქტია, რომ დამნაშავემ მკვლელობის ამსახველი  ვიდეო თავისი მისი მობილური ტელეფონით გადაიღო.

    როგორც მან მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, მკვლელობის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ მან 31 წლის მამაკაცს 1,500 ევრო ასესხა, რომელიც მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად, ავღანელს უკან არ დაუბრუნებია.

    georgians.gr

     



  • loading...
    Загрузка...