ცოლი დიდუბის მეტროსთან ჩამოუგდია- ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
2018-08-09 20:19:32
  • p.

    წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად გარდაცვლილი 41 წლამდე მამაკაცის ცოლი გამტაცებელმა დიდუბის მეტროსთან 'ჩამოაგდო'.

    - ამის შესახებ დრონი.ჯი-ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა.


     

    'ვარკეთილიდან რომ წაიყვანა, გზაში არვიცი რა მოხდა, დიდუბის მეტროსთან ჩამოუგდია, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, არვიცი მგონი დაზიანებები ჰქონდა და მაგიტო'- აცხადებს ჩვენთან საუბარში ოჯახის ახლობელი.


     

    შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 48 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შემდეგ მკვლელმა მოკლული მამაკაცის გია ფეიქრიშვილის ცოლი გაიტაცა და გაიქცა.


     

     

    წყარო



  • loading...