სისხლის დიდი გუბე იდგა... სადარბაზოში ეგდო მკვდარი - რა გახდა ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის მიზეზი?
2018-08-09 11:37:38
  • p.

    8 აგვისტოს, საღამოს მკვლელობა მოხდა ვარკეთილში. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 41 წლის მამაკაცი მოკლეს, 48 წლის მამაკაცი კი დაჭრილია და მას სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება მკურნალობა.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარარებული პირი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

     

    "ქრონიკის" ინფორმაციით, მოკლულ მამაკაცს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

     

    "სადარბაზოში რომ შემოვედი, სისხლის დიდი გუბე იდგა, სხვა არაფერი ვიცი, წყნარი, კარგი ბიჭიიყო, არანაირად კონფლიქტური, რის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება არ ვიცი", - განუცხადა "ქრონიკას" მოკლულის მეზობელმა.

     

    მეორე მეზობლის თქმით, მკვლელობა სადარბაზოში მოხდა.

     

    "ღამე იყო, საათი არ მახსოვს, უცებ ხმაური ატყდა, სასწრაფო მოვარდა, ნეტა რა ამბავია-თქო და ეს უბედურება ყოფილა. ვიცნობდი, ჩემ ხელში გაზრდილი ბიჭი იყო, წყნარი. ადრე მძღოლად მუშაობდა და ახლა არ ვიცი სად...

    როგორც ამბობენ, სადარბაზოში ეგდო მკვდარი".

     

    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახმკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



  • loading...