აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა-ვისთან დაიწყო ომი საქართველომ, თავის მიწაზე?! მე ამ განცხადებებით შეურაცხყოფილი ვარ
2018-08-09 07:43:29
  •  

    ვისთან დაიწყო ომი საქართველომ, თავის მიწაზე?! მე ამ განცხადებებით შეურაცხყოფილი ვარ, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედამ, მარინა გზირიშვილმა განაცხადა.

    დაღუპული მებრძოლის დედა აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკისგან შორს არის, თუმცა ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, რომ ომი საქართველომ დაიწყო, შეურაცხმყოფელია.

     

    "მე პოლიტიკიდან შორს ვარ, მაგრამ არ მომწონს მათი ლოგიკა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ვისთან დაიწყო ომი საქართველომ, თავის მიწაზე?! მე ამ განცხადებებით

    -0:28

    შეურაცხყოფილი ვარ. ვინ შემოვიდა ჩვენს მიწაზე, ვინ შემოიყვანა იმდენი ტანკი, როგორ დაიწყო საქართველომ ომი, ხალხო?!", - განაცხადა მარინა გზირიშვილმა.

     

    მისი თქმით, მისმა ვაჟმა სკოლის დამთავრების შემდეგ თავად გადაწყვიტა შეიარაღებულ ძალებში შესულიყო. "აგვისტოს ომი აგერ 10 წელია, რაც მოხდა და რაც ჩემი ვახტანგი აღარ მყავს. ათი წელი გავიდა, მაგრამ მე 13 წელია ჩემი ვახტანგი არ მინახავს, რადგან სამუშაოდ უცხოეთში ვიყავი წასული. ვახომ თავისით გადაწყვიტა, სკოლის დამთავრების შემდეგ შესულიყო შეიარაღებულ ძალებში. ვახოს სიტყვები იყო, დედა, შენ ნუ გეშინია, შენ ჩემით იამაყებო", - აღნიშნა მარინა გზირიშვილმა.

    შეგახსნებთ რომ ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, საქართველომ თუ რუსეთმა - ამ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ზოგადი პასუხი გასცა. , საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", - თქვა ზურაბიშვილმა.



  • loading...