სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
2018-08-09 07:01:36
  • p.

    სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

    „აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა. გადაყვანილ იქნა პაციენტი საოპერაციო ბლოკში და მოხდა ჭრილობის რევიზია. ამ მომენტისთვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა ექიმმა სპარტაკ გიორგაძემ.

    მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ



  • loading...