ზურაბიშვილის კატასტროფული მარცხი:კალაძე – სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოცნებასთან რა შუაშია?!
2018-08-08 20:05:59
  • ზურაბიშვილის სკანდალურმა განცხადება საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება მოჰყვა, მან კვლავ საქართველო დაადანაშულა ომის წამოწყებაში. ბოლო განცცხადების მერე საპრეზიდენტო კანდიდატი ფაქტიურად გაქრა თუმცა დღეს ჟურანისტებთან საუბარში კვლავ განაცხადა და დაადანაშაულა საქართველო. 

    ორი დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" წევრები თავს იკავებდნენ ზურაბიშვილის განცხადების შეფაზებაზე, სავარაუდოდ ხალხის რეაქციას აკვირდებოდნენ. თუმცა დღეს გმობენ მსგავს განცხადებას და ქვეყნის დადანაშაულებას ომის წამოწყებაში. გთავაზობთ კომენტაებს.

    სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან” რა შუაშია?– კითხვით უპასუხა  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას – “ხომ არ გამოიწვევს ომის დაწყების საკითხთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირებას, თუ უმრავლესობა გადაწყვეტს მას დაუჭიროს მხარი”

     

    როგორც კახა კალაძემ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა არავის მიმართ არ გამოუხატავს.

    პარტიამ თავისი განცხადება დააფიქსირაროდესაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება და ყველაფერი იყო ნათლად მიცემულივის დაუჭერს „ქართული ოცნება“ მხარსუახლოეს მომავალში იქნება ცნობილიროგორც ასეთი პარტიას თავისი კანდიდატი არ ყავს, – განაცხადა კახა კალაძემ.

     

    „ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაე აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი პირი, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

    მდინარაძე ამ განცხადებით სალომე ზურაბიუშვილის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა. საუბარიასაპრეზიდენტო კანდიდატის კომენტარზე, რომ აგვისტოს ომი „გიჟი პრეზიდენტის ახირება იყო“ და სამხედრო შეტაკებები საქართველომ დაიწყო.

     

    „ჩემთვის ნებისმიერი შემთხვევაში ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი დაიწყო საქართველომ, ეს არის ჩემთვის აუცილებლად მიუღებელი. მითუმეტეს რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით, როდესაც კი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო გარკვეულ ნაწილში მაგრამ ომი ფართომასშტაბიანი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებაით, უამრავი მტკიცებულებაა წარდგენილი ჰააგაში იმის დამადასტურებლად, რომ რუსეთი ოკუპანტია.

    საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება,

    „ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი - ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მისი მთავრობა და მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი. მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის ტერიტორიებზე არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის ის პოზიცია რასაც მე ვიზიარებ. რომელზეც მყარად დგას ჩვენი მთავრობა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მმართველი პარტია. დღეს მე აღარ ვაპირებ რამე კომენტარი ვაკეთო ნებისმიერი ისეთ განცხადებაზე, რომელიც თუნდაც ოდნავ განსხვავდება ამ პოზიციისგან,“- განაცხადა თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების საპასუხოდ.



  • loading...