8 წლის დიტო რაზმაძე გაიზარდა - როგორ ცხოვრობს დღეს პატარა ბიჭი, რომელსაც აგვისტოს ომის დროს დედ-მამა თვალწინ მოუკვდა
2018-08-08 10:54:36
  • p.

    2008 წლის 8 აგვისტო, დილის 9 საათი.­ გორის ცაზე რუსული ბომბდამშენები გამოჩნდნენ. პირველი საჰაერო იერიში ვერხვების დასახლებაზე მიაქვთ. აფეთქების ხმა... ცეცხლის ალში გახვეული სახლებიდან თავ­ზარდაცემული ადამიანები გარბიან.

    ზვიად რაზმაძე 7 წლის შვილთან და შვიდი თვის ორსულ მეუღლესთან ერთად­ ჯერ სახლშია. აფეთქების სიმძლავ­რემ მათი ბინის კარი ჩარაზა და გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ. ზვიადი შვილს კის­ერზე
    ისვამს, მესამე სართულის აივნიდან ბუნებრივი აირის მილით ბიჭუნა ეზოში ჩაჰყავს და ავტოფარეხში მალავს: "აქ იდექი,­ არსად წახვიდე, დედიკოს ჩამოვიყვან და აქაურობას გავეცლებით..." ეს მამა­-შვილის უკანასკნელი საუბარია...მერე ზვიადი მილით უკან აცოცებას ცდილობს, მაგრამ ამ დროს ჭურვი რაზმაძეების კორპუსს ეცემა.­ ზვიადის უსულო სხეული მესამე სართულის აივნიდან მიწაზე ეცემა... მოგვიანებით მის საძებნელად მისული ძმა ზვიადის ცხედარს პოულობს და რაზმაძეების შეხვედრის სულისშემძვრელი კადრი აგვისტოს ომის სიმბოლოდ იქცევა. ამ ფოტოსურათმა მსოფლიო შეძრა.

    მანამდე კი...

    დაჭრილი შვიდი თვის ორსული ზვიადის მეუღლე ალმოდებულ სახლში დახმარებას ითხოვს. მეზობლები გაჭირვებით, მაგრამ მაინც ამტვრევენ კარს და მუცელში ანასხლეტებმოხვედრილი ახალგაზრდა ქალი ეზოში, სასწრაფო დახმარების მანქანასთან ჩაჰყავთ... გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ, მაგრამ... მაკა მესროფაშვილი 27 წლის იყო...

    აფეთქების სიმძლავრემ 7 წლის დიტო შორს გადააგდო. მეზობელმა იპოვა და ისიცგორის ჰოსპიტალში გადაი­ყვანეს, იქ, სადაც მისი გარდაცვლილი მშობლები იყნენ... მძიმედ დაჭრილი ბავშვი­ გადარჩა.

    ომის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს მეორე გმირი, ზვიადის ძმა ზაზა რაზმაძე, 2014 წელს დენის მაღალმა ძაბვამ იმსხვერპლა. 
    გავა წლები და ზაზა და ზვიად რაზმაძეების დედა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ ტრაგიკულ დღეს ასე გაიხსენებს:""ერედვიდან 1993 წელს წამოვედით. მოვახერხეთ და ბინა ვიყიდეთ.

    ზაზა და ზვიადი პროფილა­ქტიკაში ერთად მუშაობდნენ... 4 აგვისტოს თბილისში გამიშვა ზვიადმა, ჩემი დის სანახავად, თან შვილიშვილები მიმყავდა. იმ დროს გორში საშიშროება არ იგრძნობოდა. მერე ზაზამ დამირეკა, არეულობაა, აქეთ არ წამოხვიდე, მე ვაგონში დავიძინებ,­ ზვიადი და მისი ცოლ-შვილი კი სიდედრთან, სოფელ ხელთუბანში წავიდნენო. 8 აგვისტოს ზვიადს ღამის 12 საათზე ველაპარაკე. ტელევიზორში დავინახე, ჩემი სახლი იწვოდა. არ მინდოდა, დამეჯერებინა და თავს ვარწმუნებდი, არა, ეს ჩემი სახლი არ არის-მეთქი. ისიც კი გამოაცხადეს, ამ ბინაში ფეხმძიმე გოგო დაიღუპაო. ჩემი რძალი, მაკა, 7 თვის ფეხმძიმე იყო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ის იქნებოდა. დარწმუნებუ­ლი ვიყავი, რომ ისინი მაკას მშობლებთან იყვნენ. ჩვენს კორპუსში იმ დროს ოთხი ფეხმძიმე ცხოვრობდა და ვტიროდი, ნეტავ, რომელია-მეთქი? თურმე, ზაზამ იქ რომ გამოიარა, დაინახა, სახლი იწვოდა და აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდა... ოჯახის წევრებს ეძებდა... ჭრელი მაისურით იცნო გარდაცვლილი ძმა და ლამის გაგიჟდა... მაკა თურმე, ჯერ ცოცხალი იყო. საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მხოლოდ ოთხი საათი იცოცხლა. სიკვდილის წინ უთქვამს, სად არის ზვიადი? დიტოს მიმიხედეთო."
    განაგრძეთ კითხვა



  • loading...