ტაფაზე მსხვერპლის ფეხიდან ანათალი ხორცის ნაჭრები ეწყო- ქართველი კანიბალის შემზარავი ისტორია
2018-08-04 09:29:34
  • მოკლულის სხეულ­ის ნაწილები ისანი-სამგორის რაიონის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის გადასაზიდი მანქანის დაცლის დროს ნახეს.

    43 წლის მიხეილ აზალაძეს სამართალდამცველებმა თავად შეარქვეს ორხეველი მანიაკი და სასამართლომ მისი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი ვერდიქ­ტიც - სამუდამო პატიმრობა გამოიტანა.

    გორელ ვაშლის გამყიდველს ბრალად არაერთი სასტიკი მკვლელობა, ცხედრების დანაწევრება და ქალების გაუპატიურება ედებოდა. პირველი მკვლელობა აზალაძეს ფიზიკური ნაკლის გამო ვერ დაუმტკიცდა­ (მას მარჯვენა ხელზე თითები არ ჰქონდა. ქარხანაში მუშაობისას დაზგაში ხელი ჩაჰყოლია) და როცა სასამართლოს წინაშე წარდგა, მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს.

    მიხეილ აზალაძემ 2004 წლის მარტში სოციალური მუშაკი გია ბრიტულიჩი გამო­ასალმა სიცოცხლეს. ბრიტულიჩის ცხედარი მკვლელის სახლში, თბილისში, ჩანტლაძის #1-ში (ორხევის დასახლება) აღმოაჩინეს­. არსებული ინფორმაციით, ის მსხვერპლს ჯერ არყით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. გვამს თავდ­აპირველად სახლში ინახავდა და ჩადენილი მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად აცნობა მას შემდეგ, რაც გვამის სუნმა შეაწუხა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აზალაძეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს - აზალაძე მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, მარჯვენა­ ხელზე თითები არა აქვსო. ადვოკატის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდა. დასკვნაში ეწერა, რომ ის დანას ხელში ვერ დაიჭერდა. საბოლოოდ სასამა­რთლომ დაცვის პოზიცია გაიზიარა და აზალაძე გაამართლა, მაგრამ ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს. 

    ციხიდან გათავისუფლებულმა აზალაძემ­ ნავთლუღის ბაზარში ვაშლით ვაჭრობა დაიწყო. პოლიციის ცნობით, 2008 წლის 25 მარტის საღამოს ის მეგობრის შვილს, 27 წლის ვასიკო მეცხვარიშვილს შეხვდა, შინ მიიპატ­იჟა და არყით გაუმასპინძლდა. შემდგომში,­ საქმის მასალებით გაირკვა, რომ მათ შორის წარსულში არსებობდა­ კონფლიქტი, რომელიც იმ შეხვედრის დროს გაიხსენეს... აზალაძემ მეცხვარიშვი­ლი სასტიკი წამებით მოკლა. დანაშაულ­ის დაფარვის მიზნით, თავი და მკლავები მოაჭრა, სხეულის ნაწილები ე.წ. დუბაის პარკში ჩადო და კორპუსთან ახლოს, ნაგვ­ის ურნაში ჩაყარა,­ ტანი კი დილაადრიანად ეზოში ჩაიტანა, ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. შინ დაბრუნებულმა იქაურობა მოაწესრიგა­ და მშვიდად დაიძინა. 
    მოკლულის სხეულ­ის ნაწილები ისანი-სამგორის რაიონის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის გადასაზიდი მანქანის დაცლის დროს ნახეს. 

    სამართალდამცველებმა აზალაძე დააკავეს... 
    პოლიციელებს მის სამზარეულოში შემზარავი სურათი დახვდათ: ტაფაზე მსხვერპლის ფეხიდან ანათალი ხორცის ნაჭრები ეწყო (ექსპერტიზით დადგინდა, ადამიანის ხორცი იყო). 43 წლის ინვალიდი მამაკაცი სასამართლომ 109-ე მუხლით გაასამართლა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 
    საქმის მასალებიდან გაირკვა, რომ აზალაძემ და მეცხვარიშვილმა ერთმანეთი­ გეგუთის­ კოლონიაში გაიცნეს, სადაც ერთად­ იხდიდნენ სასჯელს. მათ ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც ჰქონდათ ურთიერთობა, მეზობლები ხშირად ხედავდნენ აზალაძესთან მოსულ მეცხვარიშვილს.



  • loading...
    Загрузка...