ახალი დეტალები დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში – გამოძიება მიხეილ კალანდიას კვალზე გავიდა
2018-07-23 07:42:21
  • p.

    ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნებისმკვლელობის საქმეში ახალი დეტალებიიკვეთება… როგორც ჩანს, გამოძიება 16 წლისდავით სარალიძის მკვლელობის ნაწილშიმიხეილ კალანდიას კვალზე უკვეოფიციალურად გავიდა. ეს ის მოზარდია, რომელიც აქტიურადმონაწილეობდა ხორავას ქუჩის ინციდენტში და რომელსაც გარდაცვლილისმამა ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობის თანამონაწილედ ასახელებს.

     

    ის, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში გამოძიება მიხეილ კალანდიასბრალეულობის დამტკიცებას ცდილობს, კარგად გამოჩნდა გასულ კვირასარასრულწლოვან დ.ღ–ს დაკავებით, რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისმიცემისთვის წარუდგინეს.

    გამოძიებით ირკვევა, რომ სწორედ დ.ღ. გახლდათ 51-ე სკოლისსაპირფარეშოში დაწყებული ჩხუბის მთავარი ინიციატორი, რომელიცმოგვიანებით ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობითდასრულდა, მათ შორის ამ დაპირისპირებას შეეწირა დ.ღ–ს მეგობარი, 16წლის დავით სარალიძე. მოგვიანებით, გარდაცვლილის მამამ განაცხადა, რომმისი შვილი მეგობრებმა გაყიდეს და, სავარაუდოდ, ზაზა სარალიძე მათშორის სწორედ დ.ღ.-ს გულისხმობდა, რომელმაც წინასწარი გამოძიებისეტაპზე განაცხადა, რომ დავით სარალიძეს ფიზიკურად სხვებთან ერთადმიხეილ კალანდიაც გაუსწორდა, თუმცა სასამართლო განხილვაზე ფიზიკურდაპირისპირებაში მიხეილ კალანდიას მონაწილეობა უარყო.

    და თუ დღეს შსს გვეუბნება, რომ დ.ღ–ს მიერ სასამართლოსთვის მიცემულიჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება, გამოდის, რომ არსებობს მტკიცებულებებიმიხეილ კალანდიას ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობის.

    გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დ.ღ. ასევე, ადასტურებდა, რომ დავითსარალიძის წინააღმდეგ დაპირისპირებაში მონაწილეობდა გ.ჯ–ც. ამუკანასკნელს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალითავიდანვე წარუდგინა, თუმცა სასამართლომ მას კვალიფიკაცია შეუცვალა დამხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ანუსასამართლოს განაჩენით დადასტურდა, რომ გ.ჯ–ს მიერ ადგილი ჰქონდადავით სარალიძის მკვლელობის მცდელობას და არა მკვლელობას,შესაბამისად, პასუხგაუცემელი დარჩა, ვინ მოკლა 16 წლისარასრულწლოვანი? იყო თუ არა ეს მიხეილ კალანდია, რომელსაც დ.ღ. ჯერწინასწარ გამოძიებაში, შემდეგ კი ზაზა სარალიძესთან პირად საუბარში,დავით სარალიძის წინააღმდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაშიადანაშაულებდა? ახლა ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ისევ სასამართლომუნდა გასცეს, მანამდე კი ვნახოთ, რა ინფორმაცია გაავრცელა შსს–მ დ.ღ–სდაკავების შესახებ:

    გამოძიებით დადგინდარომ ..-რომელიც უშუალოდ შეესწროგანსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტსგანზრახ არასწორიინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

    კერძოდხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაშიმოწმის სახით გამოკითხვისას . განაცხადარომ გარდაცვლილ დავითსარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე .და.რა დროსაც .ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს,თუმცასასამართლოში ჩვენების მიცემისას . ფიზიკურ დაპირისპირებაშიმონაწილეობა უარყო.

    გამოძიებითასევედადგინდარომ სასამართლო სხდომამდე .შეხვდაგარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზემომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებითთუმცა,სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივგარემოებებზე საუბარი უარყო.

    შესაბამისადმოწმე ..- არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდასასამართლოს როგორც დანაშაულისისე შემდგომ განვითარებულმოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

    აქვე გთავაზობთ ამონარიდს დ.ღ–ს მიერ სასამართლოსთვის მიცემულიჩვენებიდან, სადაც ის ფიზიკურ დაპირისპირებაში მიხეილ კალანდიასმონაწილეობის შესახებ უკვე აღარაფერს ამბობს.

    დავით სარალიძესა და . შორის ურთიერთობა დაიძაბახმამაღლაელაპარაკებოდნენ ერთმანეთსიყო გაწევგამოწევა.., სავარაუდოდ,ხელით მიედო დავით სარალიძესრაზეც ამ უკანასკნელმა უსაყვედურა.დავით სარალიძეს შეაგინადავით სარალიძემ მუშტი მოუქნია და დაარტყა,მერე მიეჯახა . და შეაგდო იგი ფარდულშიფარდულში იყო  მიხეილკალანდიაცრომელიც იდგა.და დავით სარალიძე იყვნენ მოხრილი,დავით სარალიძეს ქეჩოთი ეკავა .მივუახლოვდი თუ არა მოჩხუბრებს,უკნიდან ვიღაცამ თავში ჩამარტყა და მას გავეკიდეამ დროს ცხვირშიშემთხვევით მომხვდა . მოქნეული იდაყვი და გავითიშეროცა წამიყვანეს,ფარდულისაკენ გავიხედე და დავინახე დავით სარალიძერომელიც იყომარტო და ბარძაყიდან მოსდიოდა სისხლიდანის დარტყმის ფაქტი არდამინახავსთუმცა დავინახერომ ფარდულში იყვნენ მიხეილ კალანდია..და დავით სარალიძე“.

    სასამართლო სხდომის ოქმებით, ასევე, ირკვევა, რომ სწორედ დ.ღ. იყო 51-ესკოლაში დაწყებული დაპირისპირების მთავარი ინიციატორი. კერძოდ, მანსათამაშო იარაღიდან სკოლის საპირფარეშოში ესროლა მირზა სუბელიანისვაჟს, რომელმაც შემდგომ დასახმარებლად თავისი დეიდაშვილი მიხეილკალანდია მოიხმო, ამ უკანასკნელმა კი ხორავას ქუჩაზე თავისი მეგობრებიცმიიყვანა, მათ შორის დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაშიმსჯავრდადებული გ.ჯ.

    აი, რა მოუყვა მირზა სუბელიანის ვაჟმა სასამართლოს სკოლის საპირფარეშოსინციდენტზე:

    „დ.ღ–მ ზურგსუკან რაღაც იარაღის მსგავსი გადატენა და მითხრა, რომმესროდა, რადგან აინტერესებდა, მწარე იყო თუ არა. გავაფრთხილე, ასე არმოქცეულიყო, მაგრამ დ.ღ–მ მაინც მესროლა, მერე კი დამემუქრა, რომტუალეტში ჩამაყოფინებდა თავს“.

    ამის შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლეს,სადაც ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილიმოკლეს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი არცერთ მხარეს არ წარმოადგენდადა როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ადგილზე სიტუაციის განმუხტვასცდილობდა. დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანგ.ბ–ს სასამართლომ 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    და რა მოცემულობა გვაქვს ამ ეტაპზე ხორავას ქუჩაზე დატრიალებულიტრაგედიის ირგვლივ? გარდა იმისა, რომ გამოძიება დავით სარალიძისმკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას ბრალეულობის გამოკვეთასცდილობს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამავე საქმეზე მკვლელობისმცდელობისთვის მსჯავრი დაედო გ.ჯ–ს, რომელსაც სასამართლომ 9 წლითადა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

    დანაშაულის დაფარვისთვის პირველ ეტაპზევე სისხლის სამართლისპასუხისგებაში მიეცა თავად მიხეილ კალანდია, მისი ძმა და, ასევე, მამა. ამბრალდებით არასრულწლოვანი ძმები კალანდიების დაკავება არ მომხდარა,თუმცა საპატიმროში იმყოფება მათი მამა თენგიზ კალანდია. გამოძიებისინფორმაციით, კალანდიებისთვის ცნობილი გახდა  პირველ დეკემბერს,ხორავას ქუჩაზე გ.ჯ–ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისშესახებ, თუმცა მათ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს. როგორც ჩანს,მაშინ გამოძიება დავით სარალიძის მკვლელობაში თავად მიხეილ კალანდიასმონაწილეობას არც კი განიხილავდა.

    ამავე საქმეზე მოწმის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულია კალანდიებისახლობელი მერაბ მორჩაძე, დანაშაულის შეუტყობინელობის ბრალდებით კი –პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელსაცკალანდიებთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს. სწორედ მირზა სუბელიანისვაჟმა მოიხმო დასახმარებლად მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე.

    შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ხორავასქუჩაზე მკვლელობის დღეს, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მირზა სუბელიანიიყო ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმისა და ბრალდებულის სტატუსისმქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაშიბრალდებული გ.ჯ. როგორც მეზვრიშვილი ამბობს, საუბრისას მირზასუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისადა მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინასამართალდამცავ ორგანოებს.

    რაც შეეხება მერაბ მორჩაძეს, მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მორჩაძემსასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულმიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბმორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს.

    მისივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს,ბრალდებულ გ.ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათგარკვეული თანხა. სანაცვლოდ მიხეილ კალანდიას მოსთხოვა სასამართლოშიცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მიხეილ კალანდია დანაშაულის ჩადენისმომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მეზვრიშვილისგანმარტებით, მერაბ მორჩაძე მიხეილ კალანდიას, ასევე, დაჰპირდასამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლოპრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებასსაზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

    როგორ და ვისი მეშვეობით აპირებდა მერაბ მორჩაძე სამართალდამცავორგანოებში მიხეილ კალანდიასთვის მოსალოდნელი პრობლემებისმოგვარებას, ეს ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ამის შემდეგ თავად მიხეილკალანდიას სამართლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

    “კვირა”



  • loading...
    Загрузка...