ფოთში სამართალდამცველმა მამაკაცი მოკლა
2018-07-23 07:24:13
  • დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშ გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ფოთში სამართალდამცველსა და მძარცველს შორის დაპირიპირება მოხდა, იუწყება „Sputnik საქართველოს" კორესპონდნეტი.

     

    ინციდენტი ნინოშვილის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე „თიბისი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა. თვითმხილველებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაკავებისას დამნაშავემ პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც პოლიციელმა გაისროლა. მამაკაცი თავის არეში დაიჭრა.

    დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშ გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19/177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმოს.

    ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.



    Read more: https://sputnik-georgia.com/incidents/20180723/241474983/fotshi-mamakaci-mokles.html



  • loading...