რატომ განაცხადა უარი ადვოკატმა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე-ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
2018-07-22 20:29:54
  • p.

    ცალსახად რომ ვთქვა, ესქპერტიზის დასკვნები არავითარ კავშირში არ არის ჩემს გადაწყვეტილებასთან, ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ბევრი რამის ანალიზის საფუძველზე მივიღე ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ყოფილმა ადვოკატმა, დავით გირგვლიანმა პირველ არხს განუცხადა. თუმცა, მისი თქმით, ეს ნაბიჯი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებს არ უკავშირდება.

     

    „საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით და ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ადამიანების აზრს, თითქოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რაღაც ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე მივიღე. გამოძიების შემდგომ ეტაპებზე წარმოიშვა გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ჩემსა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შორის იმ მიმართულებით, რომ სხვადასხვაგვარი სტრატეგიის განვითარებამ წამოიწია წინ. მე დაცვის სტრატეგიის შემუშავებას სხვა მიმართულებით ვფიქრობდი და ამ მიმართულებით თითქოს არათავსებადი იყო ჩვენი პოზიციები. ამიტომ, მივიჩნიე საჭიროდ მეფიქრა იმ საკითხზე, დავრჩენილიყავი თუ არა ამ საქმეში და შესაბამისად მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება”, – აცხადებს დავით გირგვლიანი.
    ამასთან, ადვოკატის განცხადებით, საზოგადოებაში მის ქმედებებთან დაკავშირებით, გარკვეული მოსაზრებები არსებობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
    „ასევე, მინდა იმ ადამიანებს ვუპასუხო, ვინც ამბობდა, თითქოს გარკვეულწილად მე მოვახდინე რაიმე პოზიციის ჩამოყალიბება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თუ გადახედავენ აღკვეთის სხდომაზე ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებებს, მიხვდებიან, რომ ვიდრე საქმეში ჩავერთვებოდი, მანამდე ამბობდა ბრალდებული ამას“,-განაცხადა ადვოკატმა.
    დავით გირგვლიანი მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რა მოსაზრებები არსებობს საზოგადოებაში, მალხაზ კობაურს დაცვის უფლებას ვერავინ წაართმევს.

    „რაც შეეხება დაცვის უფლებას, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ რაც არ უნდა მძიმე დანაშაულს აბრალებდნენ ადამიანს, მას აუცილებლად აქვს დაცვის უფლება. მალხაზ კობაურსალბათ სავარაუდოდ უფასო იურიდიული დახმარების სამსახური დაიცავს და ამ უფლებას მას არავინ წაართმევს. თავიდანვე ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ჭეშმარიტება დადგენილიყო ამ საქმეში და გადაჭრით არსად არ მითქვამს, რომ ეს ადამიანი ცალსახად დამნაშავეა თუ უდანაშაულო. არასოდეს არ დავარღვევ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ამას მოითხოვს. უბრალოდ მივიჩნევ, რომ ეს საქმე ამ ეტაპზე აღარ უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობით. მე ვრჩები ჩემს პროფესიაში, ვრჩები სიმართლის მხარეს, კვლავ გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას, როგორც აქამდე, უბრალოდ, ამ საქმეში აღარ გავაგრძელებ მონაწილეობას”, – აცხადებს კობაურის ყოფილი ადვოკატი.

    კითხვაზე, იყო თუ არა ექპერტიზის დასკვნები დავით გირგვლიანისთვს მოულოდნელი, ადვოკატი პასუხობს, რომ ვინაიდან, ის ამ საქმეს ჩამოშორდა, მისი პოზიციის დაფიქსირება ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი არ იქნება.

    „ვინაიდან უკვე ამ საქმის წარმოებაში აღარ ვმონაწილეობ, მივიჩნევ, რომ საქმეში არსებული რაიმე სახის მტკიცებულებების შესახებ ჩემი პოზიციის დაფიქსირება არ იქნება სწორი. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. მე ჩემი გადაწყვეტილება ვაცნობე ბრალდებულის ოჯახსაც, მათ ადეკვატურად მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება, შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეს ვეხსნებოდი”, განაცხადა ადვოკატმა.

    მედიით გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმადაც, ბრალდებულ მალხაზ კობაურსსექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი, მიბჯენით არის მოკლული.

    1tv.ge

    •  


  • loading...
    Загрузка...