მე მკვლელი დასადისტი შვილი არ გამიზრდია-რას ამბობს სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა ექსპერტიზის პასუხების შემდეგ?
2018-07-22 14:02:38
  • p.

    ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა, მარინა მარტიაშვილი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

     

    მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა  დარწმუნებულია იმაში,რომ მისი შვილი ლორა სმიტს არ გააუპატიურებდა და არც მცირეწლოვან ბავშვს მოკლავდა მიბჯენით.

    “ეს არის გაყალბებული დასკვნა. აწმდენდენ ხელს უდანაშაულო და უპატრონო მწყემს. მე მჯერა, რომ ჩემი შვილი არის მართალი. მე მკვლელი დასადისტი შვილი არ გამიზრდია,”- განაცხადა  მწყემსის დედამ.

    სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ ისმატ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

    •  


  • loading...