ნაგვის ურნაზე მიაჭყლიტა ეგრევე- სამარშრუტო ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და მოქალაქეს დაეჯახა-ფოტო:შემთხვევის ადგილი
2018-07-20 08:36:47
  • საშინელი შემთხვევა მოხდა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე. როგორც თვითმხილველები ყვებიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დასუფთავების სამსახურის მანქანას უკნიდან შეეჯახა. დასუფთავების მანქანის უკან იმყოფებოდა სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც მინიავტობუსი დაეჯახა. სამწუხაროდ, ის ადგილზე დაიღუპა. 

    როგორც თვითმხილველები ყვებიან, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა თავად განაცხადა, რომ მას საჭესთან ჩაეძინა.

    აღნიშნულ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

    ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო          DIANEWS.GE



  • loading...