ხორავას ქუჩის საქმეზე ცოტა ხნის წინ დაკავებული არასრულწლოვნის დედა -ბავშვი უდანაშაულოა
2018-07-19 17:24:59
  • p.

    ხორავას ქუჩის საქმეზე ცოტა ხნის წინ დაკავებული არასრულწლოვნის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და მას ცრუ ჩვენება არ მიუცია სასამართლოსთვის. მშობლის განცხადებით, ის ყველგან, „სადაც საჭირო იყო“ ერთი და იგივე ჩვენებას იძლეოდა.

     

    დ.ღ-ს დაკავებას უკვე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავთ სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც. მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განაცხადა, რომ უნდა დააკავონ ყველა, ვინც გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.

    არსებული ინფორმაციით, დ.ღ. მე-11 კლასის მოსწავლეა და ეს სწორედ ის პირია, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში კონფლიქტი დაიწყო.

    ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  სასამართლოს პარალელურად, დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 17 ივლისს არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა. მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

    12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.

    cyc.ge



  • loading...