ფუფ ეს სად ვცხოვრობთ ხალხი ნუ გამომეხმაურებით ჩემმა მზემ, დარჩით თქვენს ნეგატივში რა
2018-07-19 15:02:28
  • p.

    ,,იცით რა მაინტერესებს? რამდენი ტურისტი გამოიქცა გუდაურიდან ტრაგედიის გამო? დარწმუნებული ვარ ცოტა ან სულაც არც ერთი.

    მოაკლდა პარიზს მნახველები “შარლი ებდოს” ტრაგედიის შემდეგ? ან ზაფხულში, ესპანეთში მომხდარმა ტერაქტმა  ვის ააღებინა ხელი იქ მოგზაურობაზე?  ვინც აფრიკის მონახულება გადაწყვიტა, გადაიფიქრებს იმიტომ, რომ სამი წლის წინ იქ ებოლა მძვინვარებდა? აბა ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს სულ გლოვის და ,,ეს რა დაგვემართა, დავიღუპეთ”  ხასიათზე რომ ვართ?! როგორ ვერაფერი და არაფერი გვაერთიანებს არც ტრაგედია, არც სიხარული…

    მოკლედ ვკითხულობ და არიქა, აღარავინ ჩამოვა, ამ ,,საბნელეთში”,   რა უნდა ოლიმპიადას ზამთრის ოლიმპიადაზე, ტრასის გაუმართაობით დაღუპული ქართველი სპორტსმენის გამო, ვინმეს საკუთარი ქვეყანა რომ ეგინებინა, წარმოვიდგინე….

    ხოდა, აი ეჭვიც არ მეპარება,  კიდეც ჩამოვლენ, კიდეც მოეწონებათ, კიდეც დაავიწყდებათ, დაკარგულ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ  და ამ ქვეყანაში  ყველაფერიც კარგად ექნება.

    (,,ფუფ ეს რა არის”  ,,ფუფ ეს სად ვცხოვრობთ” ადამიანები ნუ გამომეხმაურებით…ჩემმა მზემ, დარჩით თქვენს ყოვლისმომცველ ნეგატივში რა…..)”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეა შაყულაშვილი.



  • loading...
    Загрузка...