მის რუსეთის ფინალისტი თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლეს
2018-07-19 12:21:00
  • p.

    29 წლის მოდელი ქსენია მეცგერი საერთაშორისო სილამაზის კონკურსის Missis World Russia-ს ფინალამდე მივიდ, თუმცა 17 ივლისს უკვალოდ გუჩინარდა. სამართალდამცავებმა მისი ცხედარი ერთდღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში აღმოჩინეს. 
    გუშინ სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 24 წლის მაგნიტოგორსკელ მამაკაცს, რომელსაც ქსენია მეცგერის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 
    გამოძიების ვერსიის თანახმად, მამაკაცი მოდელს ტელეფონით დაუკავშირდა და მისი ავტომობილის Skoda Octavia შეძენის სურვილი გამოთქვა. 2018 წლის 16 ივლისს ეჭმიტანილმა ქსენი მეცგერი ავტოსერვისში შეიტყუა, სადაც თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლა და გარდაცვლილის სხეული ტყეში გადაიტანა. ეჭვმიტანილი ავტომობილის ნაწილებად დაშლასა და გაყიდვას აპირებდა. 
    29 წლის მოდელი სამი წლის წინ გთხოვდა და ქმართან და შვილთან ერთად საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ამ ზაფხულს ის ჩელიაბინსკის ოლქში მცხოვრები მშობლების მოსანახულებლად ჩამოვიდა.

    lenta.ru

    http://alia.ge



  • loading...