ახალი დეტალები-ნოზაძეს მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები ქალმა მიაყენა
2018-06-25 17:20:44
  • p.

    ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი პიკასო დაჭრეს. შემთხვევა წერეთლის გამზირზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

    ირაკლი ნოზაძეს ამ წუთებში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. არსებული ინფორმაციით ნოზაძეს მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები ქალმა მიაყენა.

    „რაც თქვენ იცით ის ვიცი მეც, შევდივარ ამის გასარკვევად, დამირეკეს, რომ გოგონასგან თუ ქალისგან არის ეს ფაქტი მომხდარი“, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას „ქუჩის ბიჭების“ წევრი ზურა ხაჩიძე.

    მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

    newposts.ge



  • loading...