სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო გა­წი­რუ­ლი სი­ცოცხ­ლე-აწი ვე­ღარ შე­ხე­დავ თვა­ლებს, რო­მელ­საც სულ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი უწო­დე
2018-06-25 11:39:03
  • P.

    სო­ფიო ქო­ი­ა­ვამ თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის მი­ზე­ზი სა­ჯა­როდ გან­მარ­ტა

    "ეს ის ფო­ტო­ე­ბია, რო­მე­ლიც ყვე­ლამ იცის, და­ნარ­ჩე­ნი ისეა ჩა­კი­რუ­ლი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რომ თან მი­მაქვს... კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს და რომ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­საც შეგ­რ­ცხ­ვა... უფ­რო სწო­რად, არ გაწყობ­და... აწი ვე­ღარ შე­ხე­დავ თვა­ლებს, რო­მელ­საც "სულ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი უწო­დე"... თუმ­ცა იგი­ვე ტექ­ს­ტი სულ რა­ღაც 2 კვი­რა­ში სხვის თვა­ლებ­საც მო­არ­გე... არა­სო­დეს შემ­შურ­დე­ბა იმ ქა­ლის, რო­მე­ლიც უყ­ვართ, მაგ­რამ მა­ინც ღა­ლა­ტო­ბენ... მარ­ტი­ვი არ არის, ადა­მი­ა­ნი ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნო, მაგ­რამ შენ გა­მო­გი­ვი­და... წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ, პი­მენ... ეს ის წარ­მა­ტე­ბე­ბია, რო­მე­ლიც შენ მი­სურ­ვე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­ში... დე­და­ჩემ­თან სამ­ძი­მარ­ზე წა­მო­სულ მა­მა­შენს ის სიტყ­ვე­ბი გა­მო­ა­ყო­ლე, რო­მე­ლიც ბო­ლოს მი­წო­დე... ეს და­სას­რუ­ლია..." - ეს სიტყ­ვე­ბი 35 წლის სო­ფიო ქო­ი­ა­ვამ 17 თე­ბერ­ვალს "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დ­ზე და­წე­რა, ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამის შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი­დან შეს­ვე­ნე­ბის დროს გა­ვი­და და კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, ნა­თე­სა­ვის საცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მი­ვი­და. რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, და­კე­ტი­ლი ბი­ნის გა­სა­ღე­ბი მას ჰქონ­და, ბი­ნა­ში აივ­ნის კა­რი გა­მო­ა­ღო და VII სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტა, - ასე და­ას­რუ­ლა სი­ცოცხ­ლე. 


    მომ­ხ­დარ­ზე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით აღიძ­რა, რაც ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვით სამ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თით ხუთ წლამ­დე. მო­უ­წევს თუ არა პა­სუ­ხის­გე­ბა ამ მუხ­ლით პი­მენ ნაც­ვ­ლიშ­ვილს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ფაქ­ტია, დი­დი გა­მო­ძი­ე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ამ საქ­მის გა­სახ­ს­ნე­ლად არ სჭირ­დე­ბათ, რად­გან სო­ფიო ქო­ი­ა­ვამ თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის მი­ზე­ზი სა­ჯა­როდ გან­მარ­ტა. მი­სი სტა­ტუ­სი­დან ჩანს, რომ თა­ვი შეყ­ვა­რე­ბულ პი­მენ ნაც­ვ­ლიშ­ვილ­თან და­შო­რე­ბის გა­მო მო­იკ­ლა. თუმ­ცა, რა კონ­ფ­ლიქ­ტი იყო მათ შო­რის, რა დი­ა­ლო­გი გა­ი­მარ­თა და რა სიტყ­ვე­ბი უთხ­რა ბო­ლოს შეყ­ვა­რე­ბულ გო­გო­ნას ნაც­ვ­ლიშ­ვილ­მა, ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნ­და და­ად­გი­ნოს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკ­ვე დაჰ­კითხეს, მაგ­რამ უც­ნო­ბია მი­სი ჩვე­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბი. ასე­ვე გა­ი­შიფ­რე­ბა მა­თი მე­სი­ჯე­ბი და სი­მარ­თ­ლე გა­ირ­კ­ვე­ვა, თუმ­ცა, რე­ა­ლო­ბას უკ­ვე ვე­რა­ფე­რი შეც­ვ­ლის. 

    დღეს ფოთ­ში ყვე­ლა ამ ტრა­გე­დი­ა­ზე სა­უბ­რობს და მთე­ლი ქა­ლა­ქი შეძ­რა მომ­ხ­დარ­მა. ბი­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ში­ნე­ლი ხმა გა­ი­გო­ნეს, ამ ხმა­ზე გა­რეთ გა­მო­ი­ხე­დეს და შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი დახ­ვ­დათ, - ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნა ძირს ეგ­დო. ფაქ­ტის პირ­ვე­ლი თვით­მ­ხილ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც ამ დროს ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ობ­და. მან მა­შინ­ვე სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხა. შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლას ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ვიდ­ნენ ექი­მე­ბი, მარ­თა­ლია, ხე­დავ­დ­ნენ მის უსი­ცოცხ­ლო სხე­ულს, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლა ზო­მას მი­მარ­თეს მის გა­და­სარ­ჩე­ნად, სას­წ­რა­ფოდ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­შიც გა­და­იყ­ვა­ნეს. 

    - ახალ­გაზ­რ­და ბიჭ­მა და­რე­კა, გო­გო გად­მო­ვარ­დაო, იქ­ვე ახ­ლოს არის ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი და ძა­ლი­ან მა­ლე მი­ვე­დით. თა­ვი­დან გვე­გო­ნა, რომ გო­გო­ნა ფან­ჯ­რის მი­ნებს წმენ­დ­და და მომ­ხ­და­რი უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვა იყო, მაგ­რამ ასე არ აღ­მოჩ­ნ­და. რო­ცა მი­ვე­დით და დავ­ხე­დე, სო­ფიო ვი­ცა­ნი, გვერ­დუ­ლად იყო და­ვარ­დ­ნი­ლი, შეძ­რუ­ლი ვარ მომ­ხ­და­რით. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე, თბი­ლი. სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მა­ინც გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, ექი­მე­ბიც ბევრს ეცად­ნენ, გა­და­ერ­ჩი­ნათ, მაგ­რამ სო­ფიო უკ­ვე გარ­დაც­ვ­ლი­ლი იყო. მას კის­რის მა­ლე­ბი ჰქონ­და დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი. თა­ვის ტრავ­მაც იყო... შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი დღი­სით მოხ­და. შეს­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი იყო, ეტყო­ბა სამ­სა­ხურ­ში თქვა, რომ შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­დი­ო­და. იმ ბი­ნა­ში სო­ფიო არ ცხოვ­რობ­და, გა­სა­ღე­ბი ჰქო­ნია. ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, სი­ცოცხ­ლით სავ­სე, ხა­ლი­სი­ა­ნი გო­გო იყო. გუ­ლი ძა­ლი­ან მტკი­ვა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ და თა­ნა­ვუგ­რ­ძ­ნობ მთელ მის ოჯახს. ის ჩე­მი მე­გობ­რის დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო და კარ­გად ვიც­ნობ­დი. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი თუ ჰქონ­და, არ ვი­ცო­დი", - ამ­ბობს სას­წ­რა­ფოს ექ­თა­ნი გო­გო­ნა. 

    რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, სო­ფიო ქო­ი­ა­ვა და პი­მენ ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი ფოთ­ში ერთ-ერთ გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ა­ში ერ­თად მუ­შა­ობ­დ­ნენ. პი­მენ ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი ფო­თის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი გამ­გის და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გის, პი­მენ ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია. მი­სი მა­მა ცნო­ბი­ლი ექი­მი-ტრა­ვმა­ტო­ლო­გი, ბად­რი ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლია. სო­ფი­ო­სა და პი­მე­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი სამ­სა­ხურ­ში ყვე­ლამ იცო­და. მომ­ხ­დარ­ზე თა­ნამ­შ­რომ­ლებს სა­უ­ბა­რი არ სურთ. ისი­ნი მომ­ხ­დარს ძალ­ზე გა­ნიც­დი­ან. ერთ-ერთ თა­ნამ­შ­რო­მელს რო­ცა წა­უ­კითხავს სო­ფი­ოს სტა­ტუ­სი, მა­შინ­ვე მი­სი მო­ძებ­ნა უც­დია, მაგ­რამ უკ­ვე გვი­ა­ნი იყო. ამ სტა­ტუ­სის და­დე­ბი­დან 40 წუთ­ში გო­გო­ნამ სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. მთელ ქა­ლაქს მო­ე­დო მომ­ხ­და­რი და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მოგ­როვ­და. 

    - ვერ აღ­ვ­წერ, რო­გო­რი ხმა იყო, ძლი­ე­რი დარ­ტყ­მის მაგ­ვა­რი ხმა გა­ვი­გო­ნე და ქუ­ჩა­ში გა­ვი­ხე­დე. ჩემს სახ­ლ­თან ეგ­დო ახალ­გაზ­რ­და გო­გო და ვი­ღაც ყვი­რო­და, - ხალ­ხ­ნო, ვუშ­ვე­ლო­თო. გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დავ­რ­ჩით. სო­ფი­ოს დე­ი­დაც იქ­ვე, გვერ­დით კორ­პუს­ში ცხოვ­რობს და მას არა­ფე­რი გა­უ­გია. "სას­წ­რა­ფო" ძა­ლი­ან მა­ლე მო­ვი­და, ექიმ­მა თქვა, - ერ­თე­უ­ლი სუნ­თ­ქ­ვა ის­მის, გუ­ლი ჯერ კი­დევ მუ­შა­ობს და მა­ინც გა­და­ვიყ­ვა­ნოთ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­შიო, იქ­ვეა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო, ალ­ბათ 3 წუ­თი დას­ჭირ­დე­ბო­დათ იქ მი­საყ­ვა­ნად. ჩვენც გავ­ყე­ვით. ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ამ­ბობ­და, - რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ამ გო­გო­ნამ ლიფ­ტის ფუ­ლი მთხო­ვა, რად­გან ხურ­და არ აღ­მო­აჩ­ნ­და და ლიფ­ტ­ში შე­ვი­დაო. ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და? მის­თ­ვის აღელ­ვე­ბა და უც­ნა­უ­რი ქცე­ვა არ შე­უ­ნიშ­ნავს. ეტყო­ბა, გა­მიზ­ნუ­ლად მო­ვი­და იმ ბი­ნა­ში, იქ არა­ვინ ცხოვ­რობს. მი­სი ნა­თე­სა­ვის სახ­ლია, და­გი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და ახ­ლა ცა­რი­ე­ლია. სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მო­ვარ­და მი­სი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი გო­გო­ნა და ტი­რო­და, - რო­გორც კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­სი სტა­ტუ­სი წა­ვი­კითხე, მა­შინ­ვე და­ვიწყე მის ტე­ლე­ფონ­ზე რეკ­ვა, მაგ­რამ არ მპა­სუ­ხობ­დაო. ეტყო­ბა, მე­გობ­რებ­მა იცოდ­ნენ, რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და სო­ფი­ოს და ამი­ტომ შეშ­ფოთ­დ­ნენ ასე ძა­ლი­ან, თუმ­ცა მის ნა­წერს რომ წა­ი­კითხავ, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, იმ ბიჭ­თან და­შო­რე­ბის გა­მო მო­იკ­ლა თა­ვი. ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დი­ლი გო­გოა, სულ მო­ღი­მა­რი სა­ხით და­დი­ო­და. ერ­თი ძმა ჰყავს, მგო­ნი ტყუ­პის­ცა­ლია, რუ­სეთ­ში იყო წა­სუ­ლი. იქ შე­იტყო ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი და ჩა­მო­ვი­და. ახ­ლა ყვე­ლა იმას ამ­ბობს, - შე­საძ­ლოა, შუ­რი იძი­ო­სო. დე­და­მისს ფოთ­ში ყვე­ლა პა­ტივს სცემს, ყვე­ლას უყ­ვარს. სა­ო­პე­რა­ცი­ოს ექ­თა­ნი იყო ზა­ი­რა ჯო­ლია წლე­ბის მან­ძილ­ზე და იმ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და პი­მე­ნის მა­მაც, ბად­რი ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი. ის ტრავ­მა­ტო­ლო­გია. 33 წე­ლი სო­ფი­ოს დე­დამ იქ იმუ­შა­ვა, პი­მე­ნის მა­მა ოპე­რა­ცი­ებს რომ აკე­თებ­და, ეს ქა­ლი მი­სი მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი იყო - მთა­ვა­რი მედ­და. თურ­მე 2 წე­ლია, სო­ფი­ოს დე­დამ მუ­შა­ო­ბა მი­ა­ტო­ვა, ვა­ლე­ბი ჰქო­ნი­ათ და ამი­ტომ თურ­ქეთ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. იქ გა­ი­გო საწყალ­მა ქალ­მა ეს ტრა­გე­დია და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. სუ­ლის­შემ­ძ­ვ­რე­ლად მოთ­ქ­ვამს, - დე­დი­კო, ნუ­თუ სიყ­ვა­რუ­ლის ღირ­სი არ იყა­ვი, ეს რა გა­ა­კე­თეო? თქვენ უნ­და გე­ნა­ხათ, რო­გორ გა­ნიც­დიდ­ნენ ექი­მე­ბი, სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს სხვა თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი რო­ცა ხე­დავ­დ­ნენ, რომ ვე­ღარ შვე­ლოდ­ნენ. ამ­ბობ­დ­ნენ, სო­ფიო ჩვენ თვალ­წინ, ამ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­ი­ზარ­და, აქ დაჰ­ყავ­და დე­და­მის­სო. იქაც ყვე­ლას უყ­ვარ­და. ვერ გად­მოგ­ცემთ იმ ემო­ცი­ებს, რაც იქ ტრი­ა­ლებ­და. ტრავ­მით რომ შეჰ­ყავ­დათ, ეტყო­ბა ვი­ღა­ცამ ტრავ­მა­ტო­ლოგ­საც და­უ­რე­კა და რო­ცა ბად­რი მო­ვი­და, ხელ­ში სო­ფიო შერ­ჩა. ამ­ბო­ბენ, ამ სა­ში­ნე­ლე­ბის შემ­ხედ­ვა­რე ბად­რი ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და და სხვა ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნე­სო. სო­ფო რომ წერს, - სამ­ძი­მარ­ზე მო­სულ მა­მა­შენს და­ა­ბა­რე ის სიტყ­ვე­ბი, რაც მი­წო­დეო, ეტყო­ბა, ამი­ტომ წერს, რომ მათ მშობ­ლებს ერ­თ­მა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. 33 წე­ლი ერ­თად იმუ­შა­ვეს. იმ­ხე­ლა სი­მაღ­ლი­დან გად­მოხ­ტა გო­გო­ნა, გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო. ამ­ბო­ბენ, პი­მენ­მა სხვა გო­გო­ნა და­ნიშ­ნა და ეს ტრა­გე­დი­აც ამი­ტომ დატ­რი­ალ­და­ო", - ამ­ბობს ერთ-ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი.
    სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლის სა­ლან­ძღა­ვი სიტყ­ვე­ბით. მომ­ხ­დარ­ში ყვე­ლა მას ადა­ნა­შა­უ­ლებს. უც­ნო­ბია, რას ამ­ბობს ის, გა­ნიც­დის თუ არა მომ­ხ­დარს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი ფოთ­შია და არა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბა. გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ტრა­გე­დი­ის დღეს პი­მენ ნაც­ვ­ლიშ­ვილს სხვა გო­გო­ნა­ზე უნ­და ექორ­წი­ნა, თუმ­ცა ამ ფაქტს არ ადას­ტუ­რე­ბენ ახ­ლობ­ლე­ბი. რო­გორც შე­ვიტყ­ვეთ, ნაც­ვ­ლიშ­ვილ­მა ამ ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე სხვა გო­გო­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნა და წყვი­ლი ქორ­წილს მარ­ხ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, აპ­რი­ლის თვე­ში გეგ­მავ­და. 

    სწო­რედ ეს იყო ტრა­გე­დი­ის ბო­ლო წვე­თი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია გარ­დაც­ვ­ლი­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხის პო­ზი­ცია, მო­ითხო­ვენ თუ არა ისი­ნი დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას. ცხე­დარს ექ­ს­პერ­ტი­ზა უკ­ვე ჩა­უ­ტარ­და. 
    სო­ფო ქო­ი­ა­ვას სტა­ტუ­სე­ბი­დან ჩანს, რომ ის თა­ვის მოკ­ვ­ლას აპი­რებ­და და მი­ნიშ­ნე­ბებს ამა­ზე აკე­თებ­და. "უ­მი­სა­მარ­თოდ შორს გამ­გ­ზავ­რე­ბა და წვი­მი­ა­ნი ამინ­დი მინ­და", 12 თე­ბერ­ვალს კი ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ერთ-ერთ ლექ­ს­ზე ასე­თი წარ­წე­რა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი "ჩე­მი შე­სან­დო­ბა­რი ცალ­კე სას­მი­სით შეს­ვით", ასე­ვე წერ­და: "და შემ­დეგ, და­სას­რუ­ლის შემ­დეგ რომ და­იწყე­ბენ, არა­და, გუ­შინ რო­გორ იცი­ნო­და­ო". "მტყუ­ან კაც­საც შე­უძ­ლია, თა­ვი გა­ი­მარ­თ­ლოს, თუ გო­ნი­ე­რი და მო­აზ­როვ­ნეა, მაგ­რამ არ­სე­ბობს სინ­დი­სის გრძნო­ბა, რო­მელ­თა­ნაც ვე­რას­დ­როს გა­ი­მარ­თ­ლებ თავს, ის შიგ­ნი­დან დაგ­ღ­რ­ღ­ნის, სულს აგი­წი­ო­კებს, მოს­ვე­ნე­ბას და­გი­კარ­გავს, თუ რა თქმა უნ­და, უსინ­დი­სო არა ხარ". 

    ტრა­გე­დი­ამ­დე სა­მი დღით ად­რე ნაც­ნობ გო­გო­ნას შეხ­ვედ­რია ქუ­ჩა­ში სო­ფიო, მო­უ­კითხავთ ერ­თ­მა­ნე­თი. - რო­გორ ხარ სო­ფიოო? უპა­სუ­ხია: - გა­საფ­რე­ნად ვემ­ზა­დე­ბიო, მაგ­რამ ამ სიტყ­ვე­ბის­თ­ვის ნაც­ნობს ყუ­რადღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია, ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და? დღეს უკ­ვე მი­სი ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი გა­ნიც­დის მომ­ხ­დარს და ნა­ნობს, რომ მი­სი ნა­წე­რე­ბი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვეს. 
    "თურ­მე რამ­დე­ნი გი­ჭირ­და, გა­დაწყ­ვე­ტი­ლი გქო­ნია სოფ, ნუ­თუ არა­ვინ იყო შენ გვერ­დით, რომ ეგ ფიქ­რე­ბი ამო­გეგ­დო... რა ვთქვა აღარ ვი­ცი. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე დას­რულ­დე­ბო­და შე­ნი ცხოვ­რე­ბა. შენ ხომ სი­ცოცხ­ლით სავ­სე იყა­ვი ყო­ველ­თ­ვის... თურ­მე რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი იმა­ლე­ბო­და შენს გულ­ში. აღარ შემ­ხ­ვ­დე­ბა შე­ნი გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხე არ­სად. ნე­ტა მცოდ­ნო­და, ვეტყო­დი რა­მეს, იქ­ნებ ეს არ ჩა­ე­დი­ნა... ალ­ბათ მარ­ტო გრძნობ­და თავს და ფიქ­რე­ბი იქით უბიძ­გებ­და... ვინ­მე რომ და­ლა­პა­რა­კე­ბო­და, გა­და­ი­ფიქ­რებ­და, ის ხომ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი გო­გო იყო...." - წერს მი­სი ახ­ლო­ბე­ლი. 

    რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, ბევ­რ­მა იცო­და, რომ ძა­ლი­ან სტკი­ო­და სო­ფი­ოს გუ­ლი, მის სტა­ტუ­სებ­საც კითხუ­ლობ­დ­ნენ, მაგ­რამ მა­ინც გან­ზე დგო­მა არ­ჩი­ეს. ეს ჩანს ამ კო­მენ­ტა­რი­დან: "ყვე­ლა თავს იკა­ვებს, რო­ცა რა­ი­მე ადა­მი­ა­ნის ძა­ლი­ან პი­რა­დულს ეხე­ბა, არა­და, სულ მინ­დო­და მეთ­ქ­ვა მის­თ­ვის, რომ ცხოვ­რე­ბა წი­ნაა და ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო წინ ელო­დე­ბა! ვერ გა­ვუ­ბე­დე... ვერ მო­ვას­წა­რი... ეს პოს­ტიც რომ და­დო, გუ­ლი მო­მიკ­ვ­და, მაგ­რამ ვაი თურ­მე რა ჰქო­ნია გან­ზ­რა­ხუ­ლი"... - მოთ­ქ­ვამს კი­დევ ერ­თი მი­სი ნაც­ნო­ბი. 
    ფაქ­ტია, დროს უკან ვე­რა­ვინ და­აბ­რუ­ნებს. სო­ფოს დე­და თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ ახა­ლი წა­სუ­ლი ყო­ფი­ლა, იცო­და თუ არა მან შვი­ლის გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლის შე­სა­ხებ, უც­ნო­ბია. ბო­ლო დროს სო­ფიო სახ­ლ­ში მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მე­გობ­რე­ბი სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­ან მომ­ხ­დარს. "მიყ­ვარს პე­პე­ლა, ის მა­შინ კვდე­ბა, რო­ცა მის ნაზ ფრთებს აღარ აქვთ ძა­ლა მინ­დ­ვ­რად ფარ­ფა­ტის", - წერ­და სო­ფიო ქო­ი­ა­ვა 16 თე­ბერ­ვალს და მე­ო­რე დღეს ეს უმ­ძი­მე­სი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა.
    სო­ფიო ქო­ი­ა­ვას ცხე­და­რი 23 თე­ბერ­ვალს იმ ად­გი­ლი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს, სა­დაც მან სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხ­მობს. 

    HTTP://GZA.KVIRISPALITRA.GE/



  • loading...