--
შენც დაბერდები, ალბად შენც დედა ხარ და უფლის გეშინოდეს! - ისნის მეტროსთან მყოფი ოჯახისგან მიტოვებული ქალი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
2018-06-25 09:05:50
  • p.

    სოციალური ქსელის მომხმარებელი ინგა ბერიკაშვილი მიუსაფარი ქალის შესახებ პოსტს, წერს, რომელიც ისნის მეტროსთან ნახა.

    „ისნის მეტროსატან ვნახე, ნინო როგავა ზუგდიდიდან! დამ სახლი გამიყიდა და ტულაში გაიქცაო!

    არავინ არ მყავსო და ნათესავებს არ ვუნდივარ ინვალიდი რომ ვარო!

    თბილისის თავშესაფარში ვერ მიმიღეს ჩაწერილი არ ხარო! - ასე მითხრა მან, იქნებ ვინმე იცნობთ....

    ძალიან ცუდად ვხვდები, როცა ასეთ ფაქტებს ვაწყდები, ერთი კვირაა აქ სძინავს ქუჩაში!

    ერთჯერადად დავეხმარე მაგრამ ეს რას უშველის!

    არ ვიცი ვის ეხება, ან როგორ უნდა მოხვდეს თავშესაფარში ამიტომ ყველას გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ დაეხმარეთ მარტოხელა ინვალიდ ქალს, რომ ქუჩაში არ დაიღუპოს!“ - წეს ინგა ბერიკაშვილი.

    მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალბატონს შვილიც ჰყოლია, რომლის გამხელაც, ქალმა თავად არ ისურვა.

    „ეხლა მომწერეს, რომ ამ ქალს შვილი ჰყოლია, თბილისში გათხოვილი, ეტყობა მოერიდა და იმიტომ არ მითხრა, ეს თუ ასეა და ამ სტატუსს ნახავს მინდა ვუთხრა მას, რომ შენც დაბერდები, ალბად შენც დედა ხარ და უფლის გეშინოდეს! სულ არ მაინტერესებს რა მიზეზი გაქვთ, ფაქტია რომ ადამიანური გრძნობა გაქვთ გამქრალი/ ჩაწერეთ მაინც თბილისში რომ სოციალური დახმარება მიიღოს“ - წერს ბერიკაშვილი.

    მისივე ინფორმაციით, ინვალიდ ქალს, უკვე გაუწიეს დახმარება და ის უკვე უსაფრთხოდ იმყოფება. „დიდი მადლობა ყველას მეგობრებო, ამ ქალბატონს მიაკითხეს, დიდი მადლობა ყველას ვინც უყურადღებოდ არ დატოვა, დიდი მადლობა პატრულს და მთავრობას, იმედი ამქვს მოგვარდება მისი პრობლემა“



  • loading...
    Загрузка...