--
პატიოსანი ოჯახი განადგურდა... თემური საერთოდ საოცრება იყო- რას ჰყვებიან თანასოფლელები ავარიის დროს გარდაცვლილ და-ძმაზე
2018-06-23 13:11:15
  • p.

    საზარელი ავარია მოხდა ზესტაფონის გზაზე, სოფელ სიმონეთთან, რომელსაც და-ძმა - თემურ და ლალი მახარაძეები ემსხვერპლნენ, სამი ადამიანი კი დაშავდა.

    მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2 ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მკვიდრები არიან.

     

    მომხდარზე სოფელ გომის მცხოვრები გვესაუბრა:


    - თავზარდამცემი უბედურება მოხდა. ერთი კარგი, მშრომელიდა პატიოსანი ოჯახი სრულიად განადგურდა. ლალისა და თემურის ოზურგეთში ბებია გარდაეცვალათ და მის დაკრძალვაზე მოდიოდნენ თბილისიდან. ახლა ამ ოჯახს სამი მიცვალებული ჰყავს… თემური 34 წლის იყო, ლალი კი 29 წლის. ორივეს მშვენიერი ოჯახი ჰყავს - ლალი ლაგოდეხში იყო გათხოვილი, ორ ულამაზეს პატარას ზრდიდა. უფროსი ოთხი წლისაც არ არის, ამიერიდან დედის გარეშე უნდა გაიზარდონ. თემურსაც ორი შვილი დარჩა. თემური საერთოდ საოცრება იყო, ის პატრონობდა დედ-მამასაც და გარდაცვლილ ბებიასაც… ახლა კი რა ეშველებათ არ ვიცი, როგორ დაიზრდებიან მისი ობოლი შვილები… 

    - ავარია როგორ მოხდა?

    თემური და ლალი, ასევე ლალის ქმარ-შვილი "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანით მოდიოდნენ თბილისიდან ოზურგეთში ბებიის დაკრძალვაზე. საჭესთან თემური მჯდარა, მის გვერდით ლალის მეუღლე, უკან კი - ლალი და ბავშვები. ავარია სიმონეთთან ახლოს მოხდა… როგორც ამბობენ, ტრაგედიის ადგილას არც სახიფათო მოსახვევია და არც რთული მონაკვეთი. ერთი ვერსიით, თემურმა მის უკან, გასწრებაზე მიმავალ მანქანას დაუთმო გზა და ამ დროს შეეჯახა ელექტროგაყვანილობის ბოძს.

     

    შეჯახება ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ მანქანის ის მხარე, სადაც მძღოლი იჯდა, მთლიანად განადგურებული და დაჭყლეტილია. მძღოლის უკან კი ლალი იჯდა. საბედნიეროდ, ლალის მეუღლე და ბავშვები ცოცხლები გადარჩნენ…

     

    ისინი ტრასაზე მიმავალმა მგზავრებმა ამოიყვანეს გადატრიალებული მანქანიდან. ლალის ქმარ-შვილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფემა, მძიმე დაზიანებები აქვთ, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    .kvirispalitra.ge



  • loading...
    Загрузка...