სკანდალი : წულუკიანმა და გახარიამ ეს საქმე იცოდნენ... ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია
2018-06-22 11:24:29
  • P.

    პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძეს მოუსმინეს.
    ზაზა სარალიძე წულუკიანი-გახარიას პოლიიკური პასუხიემგებლობის საკითხს აყენებს. 

     

    "ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ წულუკიანმა ეს საქმე არ იცოდა, გახარიამ ეს საქმე არ იცოდა და კვირიკაშვილზე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ამ კაცმა ეს საქმე არ იცოდა. ძალიან დიდი შეცდომა იყო თუ ხელისუფლება გადადგა იმისთვის,რ ომ ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმე გადაეფარა. ძალიან ცუდია, რომ მხოლოდ ჩემს შვილზე აკეთებენ აქცენტებს. მაჩალიკაშვილი ვინ მოკლა. რატომ არ უნდათ ამ კაცს პასუხი გასცეს, ძალიან საეჭვოა"- განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

    მისივე განცხადებით, გიორგი გახარია თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელია.

    "გამოძიება გახარიას უწყებამ დაიწყო და კვირიკაშვილთან თავი იმართლა, საქმე პროკურატურამ მალე წაიღოო. მერე წულუკიანმა თქვა, რომ გახარიას უწყება იძიებდა საქმეს დღემდე. ვფიქრობ, არც ერთია დასატოვებელი მინისტრად და არც მეორე.

    ვხედავ წულუკიანის გადადგომის აუცილებლობას, რადგან წულუკიანის დანიშნული იყო შოთაძე და ტაშს უკრავს ახლაც. შოთაძეს რომ წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, იმდენი ვის მიუძღვის, ანუ წულუკიანსაც მიუძღვის. გახარიამ არც კი მომისმინა. თუ მოქალაქეებს არ უსმენს, აბა ვის უსმენს?!", - განაცხადა სარალიძემ.



  • loading...