--
შემდეგ მამამ გოგონას ხელი ჰკრა, იატაკზე დააგდო, პირი გაუღო და ხორცის ნაჭრები სათითაოდ ჩაუტენა პირში. ამას აგრძელებნდა მანამ, სანამ გოგონას სუნთქვა არ შეწყვიტა
2018-06-19 20:35:17
  • p.

    მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, მშობლებმა რომან და ტატიანა ჩერნიკოვებმა აღიარეს, რომ საკუთარი ქალიშვილი მოკლეს და დაწვეს შემწვარი ხორცის გამო. 

    შემზარავი შემთხვევა რუსეთში მოხდა. 

    ტრაგედიის ღამეს, ვახშმისას წყვილმა ცოტა ალკოჰოლი მიიღო, გოგონა კი თავისთვის თამაშობდა. როდესაც მოშივდა, მაგიდასთნ მივიდა და ხორცის ნაჭერი აიღო, რაზეც ნასვამი მამა გაბრაზდა, რადგან გოგონამ მშობლებთან ერთად ვახშმობაზე უარი განაცხადა და მოგვიანებით აიღო მაგიდიდან ხორცი.

    შემდეგ მამამ გოგონას ხელი ჰკრა, იატაკზე დააგდო, პირი გაუღო და ხორცის ნაჭრები სათითაოდ ჩაუტენა პირში. ამას აგრძელებნდა მანამ, სანამ გოგონას სუნთქვა არ შეწყვიტა.

    როდესაც ვერონიკას სიცოცხლის ყველა ნიშანი გაუქრა, კვალის დაფარვის მიზნით, მშობლებმა მისი დაწვა გადაწყვიტეს. თუმცა, ბავშვის სხეულის დასაწვავად ერთი დღე არ ეყოთ. შემდეგ მამაკაცმა გოგონას ძვლები გადაამტვრია და უახლოეს მინდორში მიმოფანტეს.

    პოლიციას კი აცნობეს, რომ ბავშვი დაიკარგა.

    როგორც გაირკვა, გოგონა ნაშვილები იყო. გამოძიებამ გაარკვია ისიც, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე გამზრდელი მშობლები მას სცემდნენ. გოგონას აიძულებდნენ იატაკიდან ეჭემა, ხელების გარეშე.

    15 ივნისს რომასნ 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მის ცოლს კი 5.5-წლიანი.

    მათ კიდევ ორი შვილი ჰყავთ - ერთი ბიოლოგიური გოგონა და ნაშვილები ბიჭი.



  • loading...
    Загрузка...