--
შემზარავი შემთხვევა ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ ძმამ და დაჭრა
2018-06-19 06:35:13
  • p.

    ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ ძმამ და დაჭრა. შემთხვევა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის სამმართველოს სიახლოვეს მოხდა. თავად ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ იუსტიციის სახლთან დააკავა. ამის შესახებ „ლაივპრესს“ თვითმხილველმა შეატყობინა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა. მისივე ცნობით, როგორც ადგილზე გაარკვია, კონფლიქტის მიზეზი დის ვალები გახდა, რომლის შესახებაც მან შეიტყო.

    „იუსტიციის სახლთან ჩვეულებრივი ნაბიჯებით მოდიოდა მაღალი, ქერა ბიჭი. სკეიტ პარკიდან გამოვიდა. უცბად მოვიდნენ პატრულის მანქანები. გადმოცვივდნენ და ხელზე ბორკილები დაადეს. ხალხიც შეგროვდა. მერე გავიგეთ, რომ და ყოფილა, ვისაც დანა დაარტყა. დას სასიკვდილო ჭრილობა არ აქვს, გადარჩებაო, ასე გავიგეთ", - გვითხრა მან.

    შსს-დან და საავადმყოფოდან კომენტარს ჩვენ ამ დრომდე ველოდებით.



  • loading...
    Загрузка...