--
ინფორმაცია რომლიც მსოფლიო შეძრა-ფაბრიკები, საიდანაც ბავშვებს ყიდიან აქ ისინი ისევე მოჰყავთ და უვლიან, როგორც ღორების ფერმაში ღორებს, ქათმების ფერმაში
2018-06-17 08:05:34
  • p.

    ნიგერიაში არსებობს „ბავშვების ფაბრიკები“, სადაც მსურველებს პატარა ასაკის გოგოს ან ბიჭის ყიდვას სთავაზობენ. აქ ისინი ისევე „მოჰყავთ“ და უვლიან, როგორც ღორების ფერმაში ღორებს, ქათმების ფერმაში – წიწილებს და ასე შემდეგ. ამისთვის კი ისინი ახალგაზრდა გოგოებს იზიდავენ, რომლებსაც აუპატიურებენ, ბავშვებს აჩენინებენ და შემდეგ მათ გაყიდვის მიზნით ართმევენ. ერთ-ერთ ასეთ ფაბრიკაზე „Лента.ру“ წერს.

    „ადგილზე ექთანი დამხვდა, მითხრა, რომ ჩემზე იზრუნებდა და მომცემდა 
    ყველაფერს, რასაც ვისურვებდი. და როცა ბავშვს გავაჩენდი, ჩემს შვილს წაიყვანდა“, – ყვება ჰანა. ჰანა „ფაბრიკაში“ მყოფი ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელიც, სხვების მსგავსად, სახლიდან გაიქცა და უფრო დიდ ქალაქს შეაფარა თავი, როგორც კი ფეხმძიმობის ნიშნები გამოუვლინდა. იქ კი ადამიანით ვაჭრობის ქსელში აღმოჩნდა და მათ მძევლად იქცა.


    ის არჩევანის წინაშე დადგა: ან ქუჩაში გააგდებდნენ, ან შეიფარებდნენ იმ პირობით, თუ ბავშვს „ფაბრიკას“ გადასცემდა. არჩევანი მძიმე იყო, რადგანაც აშანტაჟებდნენ და აშინებდნენ: თუ უკან დაბრუნდები, ციხე გელოდებაო. რეალურად ეს შეუძლებელია, თუმცა, არასრულწლოვნებმა ამის შესახებ არაფერი იციან და შიშის ქვეშ ექცევიან.

    თუმცა, ჰანას ძალიან გაუმართლა. ექიმმა პედიატრმა ყველაფერი გაიგო და ხმაური ატეხა, არასრულწლოვნის მშობლები იპოვა და ახალშობილიც დედასთან დარჩა.
    ამ „ფაბრიკებთან“ დაკავშირებით შიგადაშიგ სკანდალი იფეთქებს ხოლმე, განსაკუთრებით პოლიციის რეიდების შემდეგ. ბავშვთა გაყიდვის სქემა იმდენად ფართოა, რომ ის მოიცავს რიგ სამშობიარო სახლებს, საბავშვო ბაღებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.

    სხვადასხვა ინფორმაციით, ფაბრიკიდან გოგონას ყიდვა 3-4 ათას დოლარად შეიძლება, ბიჭები უფრო ძვირია. დედას კი 1000 დოლარს აძლევენ.
    ბავშვთა გაყიდვას ხელს ნიგერიაში მოქმედი კანონებიც უწყობს. ასეთია ექსპერტების შეფასებები. იქ აბორტი მკაცრად ისჯება, მშობლები კი არასრულწლოვნების ან ქორწინების გარეშე შვილების გაჩენას არ მიესალმებიან. ხშირად ასეთ გოგონებს საზოგადოება ხელს ჰკრავს და ისინიც დანაშაულებრივი ქსელის მსხვერპლნი ხდებიან. 


    primetime.ge



  • loading...
    Загрузка...