--
ყველაზე ახალგაზრდა კანონიერ ქურდი რევაზ უბილავა სცემეს და წოდება ჩამოართვეს
2018-06-14 13:31:33
  • p.

    ქურდულ სამყაროში მასშტაბური წმენდა დაიწყო, გასული ორი კვირის განმავლობაში, ქურდის ტიტული სამ კრიმინალურ ავტორიტეტს ჩამოართვეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

    გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარ რიგებში კანონიერი ქურდები გარედან ჩარევის გარეშე აწარმოებენ წმენდას. კერძოდ, ცოტა ხნის წინ ტიტული ჩამოართვეს 25 წლის რევაზ უბილავას (რეზიკო ჯვარსკი). ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდი იყო, რომელიც 21 წლის ასაკში აკურთხეს. მას ტიტული 44 წლის კობა ახვლედიანმა (კობა სუხუმსკი) ჩამოართვა.


    ტიტულები დაკარგეს 36 წლის მინდია გორაძემ (ლავასოღლი ბათუმსკი) და 38 წლის ლექსო ლოგუამ(ლექსო გალსკი).



  • loading...
    Загрузка...