--
რატომ მოკლეს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც - ბლაგვი საგნით თავის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული
2018-06-14 09:36:20
  • p.

    მკვლელობა მოხდა თბილისში რამდენიმე საათის წინ. 34 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

    დამნაშავე ამ დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ირკვევა, ურთიერთშელაპარაკების დროს დაზიანებები მასაც აქვს მიღებული.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



  • loading...
    Загрузка...