--
თურქეში ქართველი კანონიერი ქურდების, კრიმინალური ომია გაჩაღებული
2018-06-14 08:00:45
  • p.

    გაზეთი "ვერსია" თურქეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტბს შორის არსებულ ურთიერთობებზე დღევანდელ ნომერში წერს.

    "თურქეში ქართველი კანონიერი ქურდების, კრიმინალური ომია გაჩაღებული. როგორც ჩანს ასე იქნება მანამ სანა კრიმინალური სამყარო ახალ ლიდერს არ აირჩევს და შაქარო კალაშოვის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილს ვინმე არ დაიკავებს. დიდი იყო შანსი, რომ ამ ყველაფერს უმტკივნეულოდ ჩაევლო და ტახტრევანზე ლაშა შუშანაშვილი დამჯდარიყო, მაგრამ ის საბერძნეთის პოლიციამ დააკავა და მისი საქმის განხილვა დღემდე მიმდინარეობს.


    მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქე კანონიერ ქურდთა უმრავლესობა სწორედ თურქეთში "მოღვაწეობს" და საკუთარი გავლენის დამტკიცებას ნადირ სალიფოვთან იგივე "გულისთან" ცდილობს. თავის მხრივ, "გულუ" ნელ-ნელა და მიზანმიმართულად გარშემო ერთგულ ქურდებს იკრებს, მათ კი ვისაც ერთგულება არ სურთ, სასტიკად უსწორდება. სწორედ ამ სისასტიკეს ლამის შეეწირა გავლენიანი ქურდი თემურ ჭურაძე, იგივე "შოშია". გარდა იმისა, რომ ჭურაძე თავადაც ქურდია იგი ძველი თაობის ქურდის თემურ ნემსიწვერიძის სიძეცაა. ესეც არ იყოს ჭურაძე მინდია გორაძის, იგივე ლავას ოღლის ძალიან ახლო მეგობრად ითვლება და შესაბამისად, თურქეთში მისი ყოფნა პრობლემას არ წარმოადგენს. სხვათა შორის ჭურაძეზე აქტიურად საუბრობდნენ, რომ ის უკან არასდროს არაფერზე იხევდა, სათქმელს ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა და ამის გამო, არაერთ გაუგებრობაში მოხვდა. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე კანონიერი ქურდისთვის სტატუსის ჩამორთმევა, ქურდებთან ხელჩართული ჩხუბი და ა.შ. მაგრამ ყველა შემთხვევაში ის მართალი გამოდიოდა. ზოგი ამბობს, რომ შოშიას გავლენიანი სიმამრის გამო ვერ ეხებოდნენ.


    ზოკი ამბობს, რომ ის ყოველთვის მართალი იყო. როგორც გვიყვებიან, ორ კანონიერ ქურდს, გია ნიჟარაძესა და გოჩა ალფაიძეს შეხვდა. სწორეს ამ უკანასკნელს წაუყენა პრეტენზიები ჭურაძემ, აქაოდა, თავის დროზე რუსეთის ციხეში ტარიელ ონიანზე "პრაგონი" რომ გაატარე, აქაოდა ტარიელი კანონიერი ქურდი აღარ არისო, როგორ გაბედეო და პასუხი უნდა მოგთხოვოო. შემდეგ ნიჟარაძემ და ალფაიძემ მას ცემა დაუწყეს და სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც გვითხრეს, ჭიურაძეს თან კრიმინალური ავტორიტეტი, ლაშა დოღონაძე ახლდა, თუმცა იმის გამო, რომ დოღონაძე ქურდი არ არის, იმ ამ ჩხუბში ვერ ჩაერრია და მხოლოდ ყვიროდა ქურდებო ნუ ჩხუბობთო....


    ჩხუბის შემდეგ შოშიას გამოუცხადეს, რომ ქურდი აღარ არის და მისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით უმზერდა ნადირ სალიფოვი. ამბობენ ეს ყველაფერი "გულუმ" მოაწყო და ქუთაისელ ქურდებს პირდაპირ დაეტაკა, რადგან ისინი მას როგორც ლიდერს არ აღიარებდნენო.


    ვარაუდობენ რომ აზერბაიჯანელ კანონიერ ქურდს საბედისწერო ქალი დაღუპავს. აზერბაიჯანელი მომღერალი აფანგ ასლანი ძალიან ცნობილი ქალია. თავის დროზე მასზე ამბობდნენ, რომ ოჯახი ლამის ქვეყნის პრეზიდენტს, ილხამ ალიევს დაუნგრია. მერე მას აზერბაიჯანის მინიტრთა კაბინეტში ყველაზე მიღებულ ქალბატონად თვლიდნენ, ახლა კი ის თურქეთშია და "გულისთან" ერთად ცხოვრობს.


    "მე თუ კაცი მიყვარს, აარ აქვს მნიშვნელობა, რას საქმიანობს ის. მე არ მაინტერესებს, ვინ რას აკეთებს, მთავარია მიყვარდეს და მე ახლა შეყვარებული ვარ", - ასეთი კომენტარი გაკეტა აფაგ ასლანმა მედიასთან.


    აი, "გულუს"მეგობრები კი ამბობენ, რომ კანონიერი ქურდი ამ ქალს საჭიროზე მეტ დროს უთმობს, მასთან ერთადსაყიდლებზე დადის და ქურდული საქმეეისთვის სულ უფრო ნაკლებს იცლის. თავად ქურდი ამ ველაფერში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ის კი ფაქტია, რომ მასთან მისულ ქურდებს რამდენიმს საატიანი ლოდინი უწევთ რადგან ის მომღერალთანბ ერთობა.

     

     



  • loading...
    Загрузка...