--
ვინ იცის, იქნებ ცხოვრება უბრალოდ სიზმარია, ხოლო სიკვდილი-უკანასკნელი პოსტი სიკვდილზე – რას წერდა გოგონა,რომელიც ფარცხანაყანევში ავარიამ იმსხვერპლა
2018-06-14 07:17:41
  • p.

    21 წლის ვერონიკა ფხაკაძე წყალტუბოში, სოფელ ფარცხანაყანებში დიდი სისწრაფით მიმავალმა მანქანამ იმსხვერპლა. გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
    გარდაცვლილის და ფიქრია ფხაკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

     

    „ვერო, ჩემი გული, მთელი გული წამართვი, რად მინდა ასეთი ცხოვრება, რა სიკვდილად მინდა, მთელი ჩემი ოცნებები შენთან ერთად მქონდა, ვერო. უკვე ოცნებაც აღარ მაქვს. რა ვქნა, ვერო, მე რაფერ დამტოვე ვეროოოო, რაფერ… იმ ხალხს დავცინოდი, ვერო, ფეისბუქზე რო წერენ-თქო, რას წერენ-თქო და თურმე დაო, გულზე გეშვება, ახლა მივხვდი, დაო. ჩემი დახატული ვეკაკუნეე. არ მტოვებდი, ვერო, არასდროს, ეხლა რაფერ დამტოვე, ვეროოო. რა რთულიაა ვეროოო, ვეღარ ვუძლებ“, – წერს გარდაცვლილის და.

    “ვინ იცის, იქნებ ცხოვრება უბრალოდ სიზმარია, ხოლო სიკვდილი გამოღვიძება”, – წერდა თავად ვერონიკა, ტრაგედიამდე.

     



  • loading...
    Загрузка...